მარიამ ქვრივიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე
სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე, - ამის შესახებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.
„გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ადგილობრივ ავიაგადამზიდველებთან. მოხარული ვარ, რომ შანხაი-თბილისის მიმართულებით არსებული კვირაში სამი სიხშირე მოლაპარაკების საფუძველზე მომდევნო წლიდან გახდება კვირაში ხუთი სიხშირე. ვხედავთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე და ზოგადად ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტული კავშირები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება, რაზეც მარკეტინგული კამპანიებიც მოახდენს გავლენას.
„ვფიქრობთ, რომ ეს დინამიკა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და გააქტიურდება, რადგან ჩვენ უზრუნველვყოფთ ძალიან ფართომასშტაბიანი მარკეტინგული კამპანიის წარმოებას ჩინეთში იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის ცნობადობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1794929777
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: საჯარო რეესტრმა მართლაც ძალიან კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო მასალები, რომლებიც შეიძლება, საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს
„საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, რუკები, რომლებიც შეიძლება საკუთრებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. სა...
1794929206
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარ...
1794929099
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ ვრჩებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების სურვილისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ბურთი არის ევროკავშირის მხარეს, ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ ამ პროცესში, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
„ყოველთვის ვამბობთ, რომ ნებისმიერ ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ ვმოქმედებთ სწორად და პრაგმატულად. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, როდესაც მთელი რეგიონი ცეცხლის ალშ...
1794927446
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა იუსტიციის სახლის მშენებლობაზე: წალენჯიხელებს ეს სერვისი აუცილებლად სჭირდებოდათ, იმიტომ რომ დაახლოებით 600-ზე მეტი სერვისი იქნება, რომელიც მოემსახურება ადგილობრივებს
წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე და დეპუტატი ირაკლი ზარქუა გაეცნენ. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იუსტიციის სახლ...
1794926094
ახალი ამბებიე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. მას, ასევე, ჩამოერთვა ავტომობილი და 30...































