საგარეო უწყება: ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას წარმოადგენს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს თაობაზე ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ პრესრელიზს აქვეყნებს.
როგორც საგარეო უწყების პრესრელიზშია აღნიშნული, ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას.
„დღეს, 5 მაისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კენჭი უყარა ანგარიშს საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის თაობაზე, რომლის ავტორია საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.
ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას, რითაც ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას, არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც აისახება საზოგადოების განწყობებში და პოლიტიკური წრეების სამართლიან პროტესტში“, – აღნიშნულია საგარეო უწყების პრესრელიზში.
პრესრელიზის თანახმად, შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ქართულ საზოგადოებაზე და ფასეულობებზე მიზანმიმართული თავდასხმებისთვის, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, „რაც უხეშად ლახავს ერის რელიგიურ გრძნობებს“.
„ანგარიში წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ხალხისგან გამიჯვნის, ანტიდემოკრატიული პროცესებისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას.
მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი და მუქარა, რაც წარმოადგენს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას და იწვევს ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სამართლიან შეშფოთებას.
მიუღებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და გეოპოლიტიკური საკითხების ინსტრუმენტალიზაცია, ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ისეთი წინაპირობების დაყენების მცდელობები, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და რეგიონში ესკალაციის დამატებითი რისკების შექმნას“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
აქვე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტის მხრიდან ამგვარი უსამართლო დამოკიდებულება ძირს უთხრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და აზიანებს ჩვენს საერთო ინტერესებს.
„საქართველო, როგორც ევროკავშირის პასუხისმგებლიანი და ერთგული პარტნიორი, კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე, ნდობაზე და საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების პრესრელიზში.
1777997105
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ
ოპოზიციის რეგიონებში აქტიურობასა და მათ მიერ შექმნილ ალიანსებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი განცხადებით, ოპოზიციას საზოგადოებასთან კომუნიკაცია უჭირს და რეგიონებში მა...
1777995662
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია
ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატია მომარ...
1777995310
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ევროკავშირს, რომელმაც გაართულა ურთიერთობა თბილისთან და ბაქოსთან, სურს, წარმოაჩინოს თავისი ინტერესი და თითქოს პოლიტიკური ცენტრი გადაიტანოს ერევნისკენ, თუმცა ეს არც ერევნისთვის იქნება სასარგებლო
ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის შესახებ ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი შეფასებით, ეკონომიკური ნაწილი დაკავშირებული იყო ალტერნატიულ გეოგრაფი...
1777994248
მსოფლიოCNN: ამერიკის მოსახლეობა ბენზინგასამართ სადგურებზე ახლა 50%-ით მეტს იხდის, ვიდრე ირანში ომის დაწყებამდე
„ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის ფასმა თითქმის 3 ცენტით მოიმატა და ერთი გალონი (დაახლოებით 3.78 ლიტრი) „რეგულარის“ ტიპის საწვავის საშუალო ფასმა 4.48 დოლარი შე...
1777993363
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი
ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...































