CNN: ამერიკის მოსახლეობა ბენზინგასამართ სადგურებზე ახლა 50%-ით მეტს იხდის, ვიდრე ირანში ომის დაწყებამდე
„ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის ფასმა თითქმის 3 ცენტით მოიმატა და ერთი გალონი (დაახლოებით 3.78 ლიტრი) „რეგულარის“ ტიპის საწვავის საშუალო ფასმა 4.48 დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი გასულ კვირასთან შედარებით 30 ცენტით მეტია, ხოლო ირანთან ომის დაწყების შემდეგ ფასების 50%-იან ზრდას ნიშნავს“, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
საწვავის ფასი ახლა ყველაზე მაღალია 2022 წლის ივლისის შემდეგ, რაც იმავე წლის დასაწყისში რუსეთის უკრაინაში შეჭრას მოჰყვა. მაშინ ფასების მკვეთრმა ნახტომმა რეკორდულ ნიშნულს - 5.02 დოლარს მიაღწია.
კომპანია Gulf Oil-ის მრჩევლის, ტომ კლოზას თქმით, იმის შანსი, რომ ბენზინის ფასი ისევ 5 დოლარს მიუახლოვდეს, დაახლოებით 50/50-ზეა.
„უახლესი ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ, ფასების მკვეთრი ზრდაა იმ ბაზრებზე, რომლებიც სანაპირო ზოლში არ მდებარეობს“, - განაცხადა კლოზამ.
მისი მოლოდინით, ამ თვეში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი გალონზე 4.75 დოლარს მიაღწევს.
1777993249
ახალი ამბები16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
ფეხბურთში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირი 6-11 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. ტატა მატვეევას გუნდი მასპინძელ აზერბაიჯანს, რუმინეთს...
1777992805
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი
ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...
1777992472
ახალი ამბებისპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა
სპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კუდოს კლუბი საქართ...
1777990953
ახალი ამბებიმაია ორჯონიკიძე ბოკერიაზე: მიშას პატიმრობა დედის რძესავით შეირგო ამ ნაგავმა და მისმა შიზოიდმა ცოლმა
„ბოკერია თავის შეფს ხელშეუხებლობის გარანტიებს ვისი სახელით აძლევს ეგ გარეწარი?!“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე და იხსენებს გიგა ბოკერიას 2019 წლის განცხადებას, რომლის თქმ...
1777988683
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ
„ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, - ამის შესახ...






























