პრემიერი: როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია
როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ღიაა დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით.
„როდესაც ისინი თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა ქართველ ხალხზე, ესეც არის თავის მოჭრა და სირცხვილი. თავის მოჭრა და სირცხვილია რეალურად ამ მდგომარეობაში ჩაიგდოს საკუთარი თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. როდესაც ევროპარლამენტი თავს ესხმის ქართველ ხალხს და მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, ამას არ სჭირდება არავითარი შეფასებაც კი.
ჩვენ მზად ვართ, ღია დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, პოზიცია ნათელია. ყველა თემასთან დაკავშირებით მზად ვართ, ღია დიალოგისთვის. რა თემაც არ უნდა იყოს, დაწყებული კანონებით, მათ შორის. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კონკრეტული კანონები, გამჭვირვალობის კანონმდებლობა, მოვახერხეთ ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის მიღწევა.
მანამდე იყო რევოლუციის ხუთი მცდელობა 4 წელიწადში, ყველა ეს მცდელობა იყო გარედან მხარდაჭერილი და გარედან დაფინანსებული. მივიღეთ გამჭვირვალობის კანონმდებლობა და ქვეყანა დამშვიდდა. ისევ უნდათ, რომ დაბრუნდეს ძველი მდგომარეობა, რისთვის უნდათ, ცხადია, რისთვისაც უნდათ, იმისათვის, რომ არეულობას მიაღწიონ. საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია. იმისათვის, რომ შეიცვალოს ეს მიდგომა, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1777993363
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი
ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...
1777993249
ახალი ამბები16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
ფეხბურთში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირი 6-11 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. ტატა მატვეევას გუნდი მასპინძელ აზერბაიჯანს, რუმინეთს...
1777992805
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი
ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...
1777992472
ახალი ამბებისპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა
სპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კუდოს კლუბი საქართ...
1777990953
ახალი ამბებიმაია ორჯონიკიძე ბოკერიაზე: მიშას პატიმრობა დედის რძესავით შეირგო ამ ნაგავმა და მისმა შიზოიდმა ცოლმა
„ბოკერია თავის შეფს ხელშეუხებლობის გარანტიებს ვისი სახელით აძლევს ეგ გარეწარი?!“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე და იხსენებს გიგა ბოკერიას 2019 წლის განცხადებას, რომლის თქმ...






























