გიორგი სოსიაშვილი: ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა უკრაინას - ჩვენ კი მივიღეთ ელჩის გაწვევა, ბულინგი, მოწოდება რადიკალებისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიზნით
ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა [უკრაინას] რა რესურსიც გაგვაჩნია იმის ფარგლებში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
მისი თქმით, ამის საპასუხოდ, საქართველოდან უკრაინულმა მხარემ ელჩი გაიწვია, ქართულმა მხარემ კი მათგან მიიღო ბულინგი და მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიზნით.
„ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა [უკრაინას] რა რესურსიც გაგვაჩნია იმის ფარგლებში. ეს იქნებოდა ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, დევნილი უკრაინელების - მოსწავლეების სტუდენტების მიღება და მათთვის შესაფერისი გარემოს შექმნა, ყველა იმ რეზოლუციაზე მიერთება ჩვენი ქვეყნის, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს მხარს უჭერდა.
ჩვენ რა მივიღეთ - მივიღეთ ელჩის გაწვევა, ბულინგი, მოწოდება რადიკალებისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიზნით და რაც ყველაზე მთავარია აქედან წასული, ძებნილი, საქართველოს მაოხრებელი ადამიანების საკვანძო თანამდებობებზე დანიშვნა.
ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელ ხალხთან მეგობრობას, მხარდაჭერას, პატივისცემას, მაგრამ ამ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ ჩვენ მიმართ ძალიან ბევრი უსამართლო ნაბიჯი გადადგეს და ბევრი მიუღებელი რამ ჩაიდინეს“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
1777993363
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი
ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...
1777993249
ახალი ამბები16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
ფეხბურთში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირი 6-11 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. ტატა მატვეევას გუნდი მასპინძელ აზერბაიჯანს, რუმინეთს...
1777992805
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი
ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...
1777992472
ახალი ამბებისპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა
სპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კუდოს კლუბი საქართ...
1777990953
ახალი ამბებიმაია ორჯონიკიძე ბოკერიაზე: მიშას პატიმრობა დედის რძესავით შეირგო ამ ნაგავმა და მისმა შიზოიდმა ცოლმა
„ბოკერია თავის შეფს ხელშეუხებლობის გარანტიებს ვისი სახელით აძლევს ეგ გარეწარი?!“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე და იხსენებს გიგა ბოკერიას 2019 წლის განცხადებას, რომლის თქმ...






























