საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს:

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი (18.03.2026)

წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია ll-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

თავის სიტყვაში მეუფე შიომ გამოუცხადა სამძიმარი წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია ll-ის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.

ამის შემდგომ მან დააყენა საკითხი საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევნებამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე).

წაკითხულ იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-4 პარაგრაფი.

სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.

წმინდა სინოდმა დაადგინა:

I. შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)

3. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)

4. ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე)

5. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

6. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია)

7. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)

8. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)

9. გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

10. ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი)

11. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)

12. სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი)

13. საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

14. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

15. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

16. არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი).

II. დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა.

III. დაკრძალვის ადგილად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი.

IV. სინოდმა შეიმუშავა მიმართვა სრულიად საქართველოსადმი“, - აღნიშნულია სხდომის ოქმში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773937611

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულები სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან სამების ტაძრის მიმართულებით, სადაც პატრიარქის პანაშვიდი მიმდინარეობს, პატრიარქის ნათლულები მსვლელობას მართავენ. ასე აპირებენ ისინი პატივი მიაგონ უწმინდესს. ცნობი...

პატრიარქის ნათლულები

1773936886

ახალი ამბები

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და სრულიად საქართველოს, პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნადეჟდა ნეინსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და სრულიად საქართველოს, პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. „თქვენო აღმატებულებავ, სრულიად საქარ...

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

1773936841

ახალი ამბები

უნგრეთის ვიცე-პრემიერი: ჭეშმარიტებაა, რომ ქრისტიანები მთელი მსოფლიოდან ილია მეორეს მიიჩნევდნენ სარწმუნოებისა და სულიერების შუქურად, ქართველი ერის ნამდვილ ბურჯად

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდაიცვალა - გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი უნგრეთის...

ჟოლტ შემინი

1773935443

ახალი ამბები

სუამის გენერალური მდივანი: პატრიარქი ილია მეორე დაამახსოვრდებათ, როგორც მშვიდობის, ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ერთგული დამცველი სხვადასხვა ერს, კულტურასა და რწმენას შორის

„დემოკრატიის და ეკონომიკური ორგანიზაცია სუამის მუდმივი საერთაშორისო სამდივნოს სახელით, მსურს, სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს ხალხს, ხელისუფლებას და სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას მ...

ზოგადი

1773933944

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ეპოქა არ დასრულებულა - ის, რაც ილია მეორემ შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს

პატრიარქის ისტორიულ როლზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ილია მეორის ეპოქა მისი ფიზიკური არყოფნის მიუხედავად, გაგრძელდება. „პირველ...

სოზარ სუბარი