უნგრეთის ვიცე-პრემიერი: ჭეშმარიტებაა, რომ ქრისტიანები მთელი მსოფლიოდან ილია მეორეს მიიჩნევდნენ სარწმუნოებისა და სულიერების შუქურად, ქართველი ერის ნამდვილ ბურჯად

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდაიცვალა - გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი უნგრეთის მთავრობის სახელით“, - ნათქვამია უნგრეთის ვიცე-პრემიერის ჟოლტ შემინის წერილში.

„პირადად მე, მადლიერებით ვიხსენებ იმ პატივს, რომელიც მხვდა წილად 2023 წელს თბილისში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ მიღებისას და მთელი უნგრელი ერისთვის მისი კურთხევის მიღებისას. ჭეშმარიტებაა, რომ ქრისტიანები მთელი მსოფლიოდან მას მიიჩნევდნენ სარწმუნოებისა და სულიერების შუქურად, ქართველი ერის ნამდვილ ბურჯად.ქრისტიანობას და, განსაკუთრებით ევროპას, ნამდვილად სჭირდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მისია სარწმუნოების განსამტკიცებლად და მშვიდობის ხელშესაწყობად. ვევედრები უფალს, მოგცეთ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობასა და წმინდა სინოდის წევრებს ძალა და სიბრძნე, რათა მიჰყვეთ ღვთის ნებას საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიის ამ განსაკუთრებულ მომენტში. თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი უდიდესი პატივისცემისა და დაფასების დასტური“, - აღნიშნულია წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773933944

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ეპოქა არ დასრულებულა - ის, რაც ილია მეორემ შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს

პატრიარქის ისტორიულ როლზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ილია მეორის ეპოქა მისი ფიზიკური არყოფნის მიუხედავად, გაგრძელდება. „პირველ...

სოზარ სუბარი

1773932157

ახალი ამბები

20 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონსა და ვარკეთილის III მასივის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 20 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამგორის რაიონში, ვარკეთილის III მასივის, X კვარტალის N2-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნი...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1773931388

ახალი ამბები

22 მარტის ჩათვლით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის სქემა იცვლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, -...

სამების საკათედრო ტაძრი

1773931256

ახალი ამბები

იერუსალიმის პატრიარქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. „ღ...

იერუსალიმის პატრიარქი

1773930192

ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტოები განთავსდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ფოტოები განთავსდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. გადაწყვეტილება...

თბილისის საკრებულოს შენობა