ვოლსკი: ახალი პატრიარქი ჰყავს საქართველოს, ქართველობას, მართლმადიდებლობას და ეს მისალოცია, განსაკუთრებით, იქიდან გამომდინარე, რომ შესანიშნავ, მაღალ დონეზე ჩატარდა გამორჩევის პროცედურა
ახალი პატრიარქი ჰყავს საქართველოს, ქართველობას, მართლმადიდებლობას და ეს მისალოცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, მაღალ დონეზე ჩატარდა გამორჩევის პროცედურა და ამანაც გარკვეული სიხარული, სიმშვიდე მოიტანა საზოგადოებაში, რომელიც აღელვებული იყო.
„გილოცავთ ყველას, სტუდიაშიც, ტელევიზიაშიც, ყველას, მთელს საქართველოს. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეა და რასაკვირველია, არჩევნები. ახალი პატრიარქი ჰყავს საქართველოს, ქართველობას, მართლმადიდებლობას და ესეც მისალოცია. განსაკუთრებით, იქიდან გამომდინარე, რომ შესანიშნავ, მაღალ დონეზე ჩატარდა გამორჩევის პროცედურა და ამანაც გარკვეული სიხარული, სიმშვიდე მოიტანა საზოგადოებაში, რომელიც აღელვებული იყო. აღელვებული იყო იმიტომ, რომ ნახეთ, როდესაც ვეთხოვებოდით პატრიარქ ილია მეორეს, რამდენი ხალხი მოვიდა. რამდენი ვერ მოვიდა და იგივე განწყობა ჰქონდა. როგორი დიადი სიჩუმე იდგა ქვეყანაში, ურთიერთპატივისცემის, პატივისცემის მემკვიდრეობის მიმართ, თვითმყოფადობის მიმართ, რწმენის, ეკლესიის მიმართ და ეს სულისკვეთება გამოიხატა იმ პროცესში, რომელმაც საბოლოო ჯამში პატრიარქის გვირგვინი დაადგა აწ უკვე შიო მესამეს, რასაც ვულოცავ. ასეთ გამორჩეულობას“, - აღნიშნა მან.
1778605810
მსოფლიოტრამპი: კუბა წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება! კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ საუბარს ვაპირებთ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კუბა მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება და დახმარებას ითხოვს. მისივე თქმით, აშშ კუბასთან მოლაპარაკებას გეგმავს. „არცერთ რესპუბლიკელს არასდროს...
1778602064
ახალი ამბებივოლსკი აქციების დროს დაკავებულების შეწყალების მოწოდებაზე: ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!
ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ახლადარჩეული პატრიარქისადმი მოწოდებას, რომ შეიწყალოს...
1778599203
ახალი ამბებიპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: მსოფლიოში მიმდინარეობს ფასეულობების რყევა, სირთულეები ძალიან დიდია, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ ღირებულებების დაცვაში
სირთულეები ძალიან დიდია და ამ სირთულეებს ყველა ხედავს. ყველაზე მეტად ეს სირთულე უკავშირდება ღირებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ...
1778598188
ახალი ამბებიმარიზი კობახიძე შიო III-ზე: არასოდეს მაგისგან კარგი არ გამიგია და ამ წუთში მე არ ვაღიარებ მაგას პატრიარქად
ძალადობრივი აქციებისას დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი მარიზი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, უწმი...
1778597254
საზოგადოებაკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე: შიო მესამის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაფართოებული კრების მიერ ასახავს მთელი ქართველი სასულიერო პირებისა და ქართველი ხალხის პოზიციას
კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო მესამის გამორჩევას ეხმიანება. „შიო მესამის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა საქართველოს მართლმადი...






























