კარდინალი კოხი პატრიარქ შიოს: განსაკუთრებული სიხარულით შევიტყვე თქვენი არჩევის შესახებ. დარწმუნებული ვარ, თქვენი მსახურება გააძლიერებს სიყვარულისა და ერთობის იმ კავშირებს, რომლებიც იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს აერთიანებს

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ვატიკანიდან კარდინალ კურტ კოხის ოფიციალური მისალოცი წერილი მიიღო. კარდინალი იმედს გამოთქვამს, რომ შიო მესამის მსახურება ეკლესიებს შორის ერთობას გააძლიერებს.

„უწმინდესობავ და უნეტარესობავ, განსაკუთრებული სიხარულით შევიტყვე თქვენი არჩევის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად. მსურს, დიკასტერიისა და პირადად ჩემი სახელით, გადმოგცეთ გულითადად საუკეთესო სურვილები იმ მაღალი მსახურებისთვის, რომელიც უფალმა, „რომელიც მართალთა ნაბიჯებს წარმართავს“, თქვენ განგიკუთვნათ.

საქართველოს ეკლესიის უძველესი და ბრწყინვალე სულიერი მემკვიდრეობის კვალდაკვალ, რომელიც მრავალი წმინდანის მოწმობითა და ერთგულებით არის გაბრწყინებული, დაე თქვენმა მსახურებამ ხელი შეუწყოს გულითადი მეგობრობის კავშირებით განმტკიცებას და ჩვენს ეკლესიებს შორის კიდევ უფრო ძმური დიალოგის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მსახურება გააძლიერებს სიყვარულისა და ერთობის იმ კავშირებს, რომლებიც სულიწმიდის მადლით აერთიანებს იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს უფლის მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“, - აღნიშნულია წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778590600

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...

მიხეილ ყაველაშვილი

1778589418

საზოგადოება

სერბეთის პატრიარქი შიო მესამეს: მტკიცედ გვწამს, რომ თქვენი გამორჩევა საქართველოს პატრიარქთა წმინდა და უძველეს საყდარზე არის ღვთის კეთილი ნების გამოხატულება

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს პატრიარქ შიოს, მისალოცი წერილი გაუგზავნა. „როგორც ამ ისტორიული ჟამის თანამონაწილენი, აღმდგარი ქრისტეს დაუღამებელი ნათლით განათლებულნი და სააღდგომო შეძა...

შიო მესამე

1778589120

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ

სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირვე...

ზვიად შალამბერიძე

1778587561

საზოგადოება

შალამბერიძე პატრიარქ შიო III-თან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებზე: ფარისევლობა და ცილისწამება ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის არის უდიდესი ცოდვა, შენდობა მოსთხოვონ უფალს და ქართველ ერს

შიო III-ის არჩევაზე რიგი ოპოზიციონერების გამოხმაურებებს, რომლებიც ახალ პატრიარქსა და ეკლესიაზე შეტევად შეფასდა - ეხმიანებიან მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს განცხადებები იმ ანტიერ...

შალამბერიძე

1778586590

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის ელჩზე: ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა

 ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ...

თენგიზ შარმანაშვილი