პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: მსოფლიოში მიმდინარეობს ფასეულობების რყევა, სირთულეები ძალიან დიდია, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ ღირებულებების დაცვაში
სირთულეები ძალიან დიდია და ამ სირთულეებს ყველა ხედავს. ყველაზე მეტად ეს სირთულე უკავშირდება ღირებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ ღირებულებების დაცვაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მისივე თქმით, ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა არის წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოების უბიწოდ დაცვა.
„ეკლესიის უმთავრესი მოვალეობაა მისდამი რწმუნებული სამწყსო, სრულიად საქართველო გამსჭვალოს მართლმადიდებლური სარწმუნოებით და ამაში დღეს საქართველოს ეკლესიას აქვს ხელისუფლების დიდი თანადგომა. ღვთივკურთხეული ქართველი ერისთვის ყოველთვის არის ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი, რომ მისი აღორძინება, მისი განვითარება დაეფუძნოს იმ სულიერ ფასეულობებს, რაზეც დგას მთელი ჩვენი ისტორია, კულტურა.
მსოფლიოში ვხედავთ იმ მოვლენებს, სადაც მიმდინარეობს რყევა ამ ფასეულობების მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა. გამორჩეული ღირსებაა ქართველი ერის, რომ ის არ მოწყდეს ცივილიზებულ სამყაროს და უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ყველაფერი, რაც საქართველოსთვის არის ღირებული, უკავშირდება ჩვენს რწმენას. ბუნებრივია, ახლადარჩეული პატრიარქი გააგრძელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გზას და ეს არის ძალიან დიდი ნუგეში მთელი ერისთვის“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
1778592155
საზოგადოებაევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკავშირი გულითადად ულოცავს შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას, გვჯერა, თქვენი უწმინდესობის სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და აღსაყდრებას ულოცავს. „ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს...
1778590600
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...
1778589418
საზოგადოებასერბეთის პატრიარქი შიო მესამეს: მტკიცედ გვწამს, რომ თქვენი გამორჩევა საქართველოს პატრიარქთა წმინდა და უძველეს საყდარზე არის ღვთის კეთილი ნების გამოხატულება
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს პატრიარქ შიოს, მისალოცი წერილი გაუგზავნა. „როგორც ამ ისტორიული ჟამის თანამონაწილენი, აღმდგარი ქრისტეს დაუღამებელი ნათლით განათლებულნი და სააღდგომო შეძა...
1778589120
საზოგადოებაზვიად შალამბერიძე: სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ
სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირვე...
1778587561
საზოგადოებაშალამბერიძე პატრიარქ შიო III-თან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებზე: ფარისევლობა და ცილისწამება ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის არის უდიდესი ცოდვა, შენდობა მოსთხოვონ უფალს და ქართველ ერს
შიო III-ის არჩევაზე რიგი ოპოზიციონერების გამოხმაურებებს, რომლებიც ახალ პატრიარქსა და ეკლესიაზე შეტევად შეფასდა - ეხმიანებიან მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს განცხადებები იმ ანტიერ...


























