პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პატრიარქის არჩევნებზე: არავინ ჩარეულა ამ არჩევნებში და ბუნებრივია, ვერ ჩაერეოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა წმინდა სინოდში შენარჩუნებულია

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს საპატრიარქო ღირსება. უძველეს დროში საქართველოს ეკლესია აყვანილი იყო საპატრიარქო ღირსებაში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ბრძანდება კათოლიკოს-პატრიარქი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

მან აღსაყდრების ცერემონიის დეტალები განმარტა და აღნიშნა, რომ ინტრონიზაცია ყოველთვის უწმინდეს საპატრიარქო ტაძარში ტარდება. პროტოპრესვიტერმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღმშენებლობაში ილია მეორის ღვაწლს გაუსვა ხაზი და ასევე აღნიშნა, რომ მე-14 საეკლესიო კრება მაღალ დონეზე ჩატარდა. მისივე თქმით, ახალი პატრიარქის არჩვის პროცესში არავინ ჩარეულა.

„არავინ ჩარეულა ამ არჩევნებში და, ბუნებრივია, ვერ ჩაერეოდა. ყველა მღვდელმთავრებს ჰქონდა სრული თავისუფლება, რომ საკუთარი სინდისითა და პასუხისმგებლობით ღვთის წინაშე გამოერჩია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად 3 კანდიდატს შორის ერთ-ერთი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა წმინდა სინოდში შენარჩუნებულია. თავად ახლად არჩეული პატრიარქი ყველას მიმართავს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით, მიუხედავად იმისა, ვინ მისცა მას ხმა და ვინ არა. ეკლესიის ერთიანობაზე ძალიან ბევრი რამ დგას და იწყება პატრიარქის ახლად არჩეული პატრიარქის მსახურება უდიდესი პასუხისმგებლობით. ეს არის მსახურება მთელი ქართველი ერისთვის, საქართველოს ეკლესიის კიდევ უფრო წინსვლისა და წარმატებისთვის“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778590600

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...

მიხეილ ყაველაშვილი

1778589418

საზოგადოება

სერბეთის პატრიარქი შიო მესამეს: მტკიცედ გვწამს, რომ თქვენი გამორჩევა საქართველოს პატრიარქთა წმინდა და უძველეს საყდარზე არის ღვთის კეთილი ნების გამოხატულება

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს პატრიარქ შიოს, მისალოცი წერილი გაუგზავნა. „როგორც ამ ისტორიული ჟამის თანამონაწილენი, აღმდგარი ქრისტეს დაუღამებელი ნათლით განათლებულნი და სააღდგომო შეძა...

შიო მესამე

1778589120

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ

სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირვე...

ზვიად შალამბერიძე

1778587561

საზოგადოება

შალამბერიძე პატრიარქ შიო III-თან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებზე: ფარისევლობა და ცილისწამება ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის არის უდიდესი ცოდვა, შენდობა მოსთხოვონ უფალს და ქართველ ერს

შიო III-ის არჩევაზე რიგი ოპოზიციონერების გამოხმაურებებს, რომლებიც ახალ პატრიარქსა და ეკლესიაზე შეტევად შეფასდა - ეხმიანებიან მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს განცხადებები იმ ანტიერ...

შალამბერიძე

1778586590

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის ელჩზე: ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა

 ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ...

თენგიზ შარმანაშვილი