ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც

2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?!, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.

ზაქარეიშვილი თქმით, ოპოზიციამ მხოლოდ ის შეძლო, რომ 26 მაისს წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება მიითვისოს და ამ რიცხვში ხალხმრავალი მიტინგი დააანონსონ.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია 2028 წელსაც ვერაფერს გააკეთებს, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ თავს კომფორტულად გრძნობს.

„რა გააკეთა ოპოზიციამ? დღეს გამოაცხადეს, რომ 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - დაცინვაა ეს და დაახლოებით ის არის, ახლა მე და თქვენ, პაატა ზაქარეიშვილმა და დავით აქუბარდიამ, რომ გამოვაცხადოთ, 9 აპრილს ხალხმრავალ მიტინგს ვმართავთ. 9 აპრილს იმდენი ხალხი გამოვა, მერე რომ შევხვდებით ეთერში 10 და 11 აპრილს, ვიტყვით: ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოვიყვანეთ ჩვენი განცხადებით? 26 მაისი და 9 აპრილი სულ სხვაა, ეს [თარიღები] არავისი არ არის, ხალხი გამოვა, გამოსვლა რომც აუკრძალო. ოპოზიციას მარტო ის შეუძლია, რომ წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება მიითვისონ და თქვან, მათი დამსახურებაა, ბევრი ხალხი რომ გამოვიდა და ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ. რით გაამართლებენ იმას, რომ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მონაწილეობა არ მიიღეს. რატომ უნდა მიიღონ 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა და სად ჩანს მათი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით? ამიტომ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად გრძნობს თავს, კომფორტულად და ბრწყინვალე საშუალება აქვს, რომ 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775023222

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ აპრილს საქართველოში

1-ელ აპრილს ქუთაისში ღრუბლიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.  ბათუმშ...

მზიანი ამინდი

1775021715

მსოფლიო

ავიაკატასტროფა ყირიმში - დაიღუპა 29 ადამიანი

ყირიმში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. „სამძებრო-სამაშ...

ავიაკატასტროფა ყირიმში

1775020427

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია

ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც  დეპ...

არჩილ გორდულაძე

1774990656

ახალი ამბები

რომის პაპი: ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალს ეძებს

რომის პაპმა ლეო XIV-მ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ირანთან ომის დასასრულებლად „გამოსავალს ეძებს“. „მითხრეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განა...

რომის პაპი

1774988274

ახალი ამბები

3 აპრილს, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართვე...

 საქართველოს საპატრიარქოშ