ქართველი ბიჭის ტრაგიკულად დასრულებული გადაღება იტალიის მიტოვებულ სოფელში - რას წერს ბერძნული მედია 21 წლის გიორგი ჯანელიძის დაღუპვაზე

სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. მას სა­ბერ­ძნეთ­ში იც­ნობ­დნენ, რო­გორც "ტი­კტო­კერს", სა­ხე­ლად Tzane. გი­ორ­გი 2011 წლი­დან ცხოვ­რობ­და სა­ბერ­ძნეთ­ში, მშობ­ლებ­თან ერ­თად.

ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­ნე­ლი­ძე იტა­ლი­ა­ში 5-კა­ცი­ან ჯგუფ­თან ერ­თად, ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იმ­ყო­ფე­ბო­და. ე.წ. მოჩ­ვე­ნე­ბა­თა სო­ფელს ეს­ტუმ­რა და მისი ვი­ზი­ტი ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.
რა ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ის, და­ზუს­ტე­ბით ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა წერს, რომ ის აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­დნის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მა­შინ გად­მო­ვარ­და, როცა ვი­დე­ოს იღებ­და, მას ფეხი და­უც­და. 

Ambebi.ge- ს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა, რომ გი­ორ­გის სპორ­ტუ­ლი სა­მო­სის ბრენ­დი ჰქონ­და სა­ხე­ლად, "underdog" .

"21 წლის ასაკ­ში იც­ნობ­და მთე­ლი სა­ბერ­ძნე­თი, უამ­რა­ვი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გა ხა­ნია არ ყო­ფი­ლა. სექ­ტემ­ბერ­ში იღებ­და მუდ­მივ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, სა­ბერ­ძნე­თის სა­ხე­ლით ჭი­და­ობ­და კი­დეც. კარ­გი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და. თურ­ქეთ­შიც ყო­ფი­ლან დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად. ახლა იტა­ლი­ა­ში იყ­ვნენ." - ამ­ბობს მისი ახ­ლო­ბე­ლი.

Reggio di Calabria - ასე ჰქვია იტა­ლი­ის მი­ტო­ვე­ბულ სო­ფელს, სა­დაც ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და. სო­ფე­ლი ხალ­ხის­გან 1971 წელს სრუ­ლად და­ი­ცა­ლა, რად­გან აქ ხში­რად ხდე­ბო­და მი­წისძვრე­ბი და წყალ­დი­დო­ე­ბე­ბი. ამი­ტო­მაც ხალ­ხმა "უვარ­გის" ად­გი­ლად მი­იჩ­ნია.

წყარო: ამბები ჯი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793175074

ახალი ამბები

კახა კალაძე გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე: ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ არ არსებობდა არანაირი არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა

„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ჰქონდათ დარქმეული, რადგან ასე სჭირდებოდათ თავ...

კახა კალაძე

1793174168

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი გიგაურის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი „ენჯეოების“ სახით

„კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი „ენჯეოების“ სახით“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი „საე...

 დავით მათიკაშვილი

1793173231

ახალი ამბები

„მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა“ - გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმ...

დაკავება - დაკავება

1793171021

ახალი ამბები

„ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ - ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელე...

დააკავა

1793170811

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...

შალვა პაპუაშვილი