კახა კალაძე: რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები აფინანსებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ახალისებდნენ ძალადობრივ აქციებს საქართველოში, დღეს კი იგივე სიტუაცია საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.  ამის შესახებ მერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, საერთაშორისო მედია წერს, რომ ევროკომისია და ჯორჯ სოროსი ევროპაში მიმდინარე აქციებს აფინანსებდა.

„მე არ ვიცი, ვინ რას აფინანსებდა, თუმცა ერთი რამ ცხადია: ძალიან მძიმე პროცესები მიდის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს, თუ რა ხდება - ძალადობრივი გამოსვლები, შეტაკებები. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროა ის ფაქტი, როდესაც ჩვენ აქ, ჩვენს ქვეყანაში ვხედავდით ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა, ამერიკული ორგანიზაციები აფინანსებდნენ, ქმნიდნენ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ქმნიდნენ იმისთვის, რომ გაეღრმავებინათ პოლარიზაცია. ეს ძალიან მძიმეა.

შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდა მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა, კანონმდებლობის შეცვლა, რომ ეს ყველაფერი შეგვეჩერებინა. დღეს, ამ ყველაფერს ვხედავთ ევროპაში. რასაც ჩვენთან აორგანიზებდნენ და აკეთებდნენ, ხელს უწყობდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, ძალადობრივ დაჯგუფებებს, დღეს საკუთარ ქვეყნებში მიიღეს იგივე. მე არ მახსოვს, რომ ვინმე გამოსულიყო და დაეგმო ის პროცესები, რაც საქართველოში ხდებოდა, ის ძალადობრივი ჯგუფები როგორც მოქმედებდნენ. ასევე, დღეს ვერ ვხედავ, რომ ვინმე გამოვიდეს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დაგმოს თუნდაც პოლიციის მიერ აქციების დაშლა. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ხალხი ამას ხომ ხედავს, ხომ აფასებს, ეს ხომ დამალული არ არის“,  - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793174168

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი გიგაურის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი „ენჯეოების“ სახით

„კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი „ენჯეოების“ სახით“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი „საე...

 დავით მათიკაშვილი

1793173231

ახალი ამბები

„მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა“ - გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმ...

დაკავება - დაკავება

1793171021

ახალი ამბები

„ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ - ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელე...

დააკავა

1793170811

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...

შალვა პაპუაშვილი

1793169315

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...

დავით სონღულაშვილი