„ომის პლანეტა მარსი ფაზას იცვლის! დადგება ხელსაყრელი მომენტი...“ - რა პროგნოზს აქვეყნებს ხათუნა ნოელი
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ინფორმაციულ პოსტს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აქვეყნებს, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მეგობრებო, როგორც ამასწინათ უკვე მოგახსენეთ, 2025 წლის ჩემეული პროგნოზი არ დაიდება ერთ სტატიად, ეს წელი იმდენად დახუნძლულია სხვადასხვა საკვანძო ასტროლოგიური მოვლენებით, რომ ვამჯობინე ყოველი მათგანი გაშლით გამეანალიზებინა. ამჯერად, გთავაზობთ მარსის რეტროგრადულობის თემას.
ყოველი ახალი წელი, როგორც წესი, ცვლილებებისა და სიახლეების მოლოდინთან არის ხოლმე დაკავშირებული. თუმცა ნებისმიერი მოლოდინი ჩვენი ქმედებების გარეშე აზრს კარგავს. აქტიურობას, ინიციატივებს, ქმედებებს- ასტროლოგიაში მარსი განკარგავს.
ისე მოხდა, რომ ეს პლანეტა 2025 წლის პირველ იანვარს რეტროგრადულობის ფაზაში შეხვდა. ომის პლანეტა უკუსვლით მოძრაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის 7 დეკემბერს გადავიდა და 24 თებერვლის ჩათვლით არ გასწორდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დრომდე ჩვენ ყველანი წარსული მოვლენების სცენარით ვიქნებით დაკავებულები, სიახლეები ჯერ მოსალოდნელი არაა.
ომი ვახსენე და უცებ გონებაში ერთი საინტერესო პარალელი ამოტივტივდა- 24 თებერვალი, ეს ხომ ის დღეა , როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი შეჭრა განახორციელა უკრაინაში და ომი დაიწყო. ვფიქრობ, ეს ისეთი დამთხვევაა, რაზედაც თქვენი ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილო
ხელახლა გავიმეორებ- 24 თებერვალს ომის პლანეტა მარსი ფაზას იცვლის! ვიდრე ანალიზს გავაკეთებდე გაგახსენებთ: როდესაც ომი დაიწყო, ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ის მაქსიმუმ 2-3 თვეში დასრულდებოდა; ალბათ ისიც გახსოვთ, მაშინ მე ამ მოსაზრებას არ დავეთანხმე და ვთქვი, ომი მხოლოდ პლუტონის თხისრქიდან გასვლის შემდეგ დამთავრდება მეთქი. და აი ახლა, როდესაც პლუტონმა უკვე მერწყულში გადაინაცვლა, მოვიდა ეს დროც. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პლუტონი ნელა მოძრავი პლანეტაა, რომელსაც, (ისევე როგორც დანარჩენ ნელ პლანეტებს) მოვლენების სისრულეში მოსაყვანად სჭირდება ხოლმე მასზე ბევრად სწრაფი პლანეტის აქტიურობა. მე ვფიქრობ, ამ ტრიგერის როლს, სწორედ მარსი შეასრულებს.
თებერვალში, როდესაც ომის პლანეტის ახალი ფაზა დაიწყება, დადგება ხელსაყრელი მომენტი და თუ პირდაპირ საზავო ხელშეკრულების დადება არ მოხერხდა, რაღაც რ ე ა ლ უ რ ი ნაბიჯები მაინც გადაიდგმება ამისაკენ.
აქვე ვიტყვი, რომ უკუსვლიდან პირდაპირ დირექტულ სვლაზე პლანეტები არასდროს გადადიან. შუალედური ფაზა ყოველთვის გულისხმობს სტაციონარულობას. სწორედ სტაციონარულ პერიოდებში ხდება ხოლმე ისტორიულად ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები... ვნახოთ, რას მოგვიტანს ამჯერად.
მაგრამ მარსის ფაზის შეცვლა თებერვლის ბოლოს იქნება, წინ კი ჯერ კიდევ თითქმის 2 თვეა. ამ ხნის განმავლობაში მარსს არაერთი ასპექტი ექნება სხვადასხვა პლანეტებთან, მონაწილეობას მიიღებს 6 პლანეტისაგან შემდგარ ეგრეთ წოდებულ „პლანეტათა დიდ აღლუმში“ (რომელიც 21 იანვარს გვექნება), ასევე შეიცვლის ზოდიაქოს და 6 იანვარს თავისთვის პრობლემურ ნიშანში- კირჩხიბში გადაინაცვლებს. ..
რა უნდა გვახსოვდეს ჩვენ ამ ხნის მანძილზე?
ერთ-ერთი ყველაზე რთული, რაც რეტრო მარსს ახასიათებს არის ბრაზის, აგრესიის შიგნით მიმართვა და თვითდესტრუქციული ქმედებები. მეტადრე იმ ადამიანებში, ვისაც თვითგამოხატვის პრობლემები ისედაც აქვთ. ასეთ დროს ძალიან კარგია ფიზიკური აქტივობებით დაკავება, სპორტი, ბევრი მოძრაობა, ჰაერზე ფეხით სიარული. შესაძლოა ენერგიის გადატანა ხელოვნებაში, ხატეთ, ძერწეთ, აქანდაკეთ... არასასურველი პერიოდია ბიზნესის წამოსაწყებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უკვე დაწყებულ და მიტოვებულ საქმეებს უბრუნდებით. მარსი ლიბიდო პლანეტაა, ამიტომ ამ პერიოდში ქორწინებაც( და პრინციპში ახალი ურთიერთობებიც) არ ითვლება მიზანშეწონილად. სამაგიეროდ შესაძლოა „ყოფილები“ გამოჩნდნენ...ასევე ნაკლებ გამართლებული იქნება სასამართლოში სარჩელის შეტანაც. არის კიდევ რიგი საკითხები, რასაც მარსის რეტროგრადულობის დროს არ ვურჩევთ ასტროლოგები, თუმცა ყველაფერი ისევ და ისევ პირად რუკაზეა რა თქმა უნდა დამოკიდებული...
ბოლოს კი ერთსაც ვიტყოდი, სამყაროში არაფერი ხდება ისე უბრალოდ და შემთხვევით. ეს პერიოდიც იმისათვის გვეძლევა, რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გავაანალიზოთ, რა შეცდომები დავუშვით; მოვიკრიბოთ შინაგანი ძალა და მოვემზადოთ ახალი, გონივრული ნაბიჯებისათვის, რათა მომავალი ბევრად უფრო ბედნიერი იყოს“, - წერს ხათუნა ნოელი.
1788251064
საზოგადოებალევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს
ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორც წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტე...
1788250537
საზოგადოებათორნიკე ფაღავა: ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიურო...
1788249589
საზოგადოებალიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირალობებს კადრულობს, „ნაცსაც“ რომ გაუკვირდება
შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძალიან საყვარლობით ცდი...
1788248973
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. „იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს „შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შ...
1788248047
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია შალვა ნათელაშვილზე: ეს ნაძირალა, ბიძინა ივანიშვილს რა ნამუსით ახსენებს? გარეწარი, რომელიც სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვდა, მერე მიშას დაქირავებული გოშია იყო - მიმიქარიხართ ყველა, ვინც ამ საქონელს, ამ სიბილწეებს უტარებთ!
„აი ეს ნაძირალა, ბიძინას რა ნამუსით ახსენებს? აი ეს გარეწარი, რომელიც სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვდა, მერე მიშას დაქირავებული გოშია იყო, კუდმა ოპერატიული ხარჯით, გულის ოპერაცია გაუკეთა და ახლაც ბოლ...


























