(გაგრძელება) ქართველი მომვლელის საიდუმლო მინიშნება: „მე მარია ვარ, აქედან გაიქეცი!“
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge იწყებს ახალ პროექტს - „ემიგრანტის პროზა“. ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ემიგრანტი ქალბატონის, სალომე გოგოლაძის საავტორო რუბრიკას „მძიმე ჩემოდანი“, სადაც მისი მოთხრობები დაიბეჭდება.
ისტორიის დასაწყისი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე (გაგრძელება)
ანჯელა მარიას ორი ქალოშვილი ჰყავდა. ანტონელა და კატია ადრიანოები. ორივე გათხოვილი იყო. ანტონელა კარაბინიერია, ხასიათიც შესაფერისი აქვს ხისტი და ჩქარი. სულ გარბის, სულ წიოკშია, კატია, შედარებით მშვიდია, ზედმეტად პედანტი და მომთხოვნი. ცივი და უჟმური. მე, როგორც ოჯახის ახალი ბადანტე ორივეს მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. საქმე იმაშია, რომ დები დასანახად ვერ იტანდნენ ერთმანეთს, არ ვიცი წარსულში რა მოხდა მათ შორის, მაგრამ ორივე ცდილობდა შთაბეჭდილება მოეხდინა დედაზე, რომელიც ზედმეტი ყურადღებისგან განებივრებული ბავშვივით ცდილობდა ყველა თავისი ახირება და კაპრიზი დაეკმაყოფილებინათ.
ზოგადად იტალიელი ოჯახებისთვის დამახასიათებელია დედმამიშვილებს შორის სიძულვილი. როგორც მერე მივხვდი, ყველაფერი ქონების და ფულის გამო ხდებოდა. არც ეს ოჯახი იყო გამონაკლისი, ამჯერად გარდაცვლილი მამის ყოფილი ბინის გამო იყო დებს შორის გაცხოველებული მტრობა. სამწუხაროდ, ოქროს შუალედის პოვნა მე უნდა შემძლებოდა, ანუ დებს შორის ისეთი როლი უნდა მეთამაშა, რომ არც ერთი მათგანი არ უნდა მექო და არ უნდა უნდა მეძაგებინა. მიუხედავად იმისა, რომ მზად იყვნენ ერთმანეთისთვის ყველაფერი ეკადრებინათ, ერთმანეთის ტყავს მაინც არ დახევდნენ. ჩემთან კი, მოურიდებლად ლანძღავდნენ ერთმანეთს.
ყოველი დღე იყო სიურპრიზებით სავსე. იწყებოდა დილა და მე და ანჯელა- მარიას ჩხუბი საცვლის გამოცვლაზე. ცოცხალი თავით არ უნდოდა გახდა და დაბანა, განსაკუთრებით კი ქვედა ნაწილებს ვერ თმობდა.
- ანჯელა, მოდი მოგეხმარები! - ანჯელა წარბაწეული მიყურებს უნდობლად.
- მე არ მჭირდება გამოცვლა, ახლახან დავიბანე!
- ანჯელა, დღეს ხომ სტუმრად მიდიხარ, ხომ გინდა ყველაზე ლამაზად გამოიყურებოდე?
- განა არა ვარ ლამაზი? - აიწკიპა ბოდეში ჩაკვეხებული დამჭკნარი ძუძუები.. და უკანალი სასაცილოდ გამობზიკა.
- რა თქმა უნდა ხარ! - მაგრამ უფრო ლამაზი რომ იყო უნდა დაიბანო..
- ხომ გითხარი უკვე დავიბანე-თქო!
ღმერთო, ამ ქალთან არაფერი გამდის.
ყოფელი დღე ხელჩართული ბრძოლა გვაქვს.. შვილები კი მკაცრად ითხოვენ ვიყო: კარგი მზარეული, კარგი დამლაგებელი, კარგი ფსიქოლოგი და თან დღეში ათჯერ სიცხეში თუ სიცივეში ანჯელასთან ერთად ლუნგო მარეს ტერიტორიაზე ვატარო დედა მაგათი. ჰო, კიდევ, ყველაფერს რასაც ვამზადებ ფოტო უნდა გადავუღო. უნდა დავწერო, იმ დღეს რა ჭამა დედამისმა, რამდენი ჰქონდა წნევა და რამდენჯერ ჰქონდა კუჭის მოქმედება.. მენიუ საგანგებოდ შერჩეულია: ხორცით, ბოსტნეულით, ხილითა და თევზეულით.
თენდება, მზის სხივები შემოიჭრა ფანჯრიდან.. დღეს კვირაა, ანჯელა მესაზე უნდა წავიყვანო, უნდა მოვასწრო დილის ცერემონიალი ჩაცმა დახურვა, კოლაციონი. იმდენ თავ წამალს სვამს სათვალავი აგერევა. იმ დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძა. სულ ღიღინით ჩავიცვით, თხუთმეტ წუთში ეკლესიაში უნდა ვიყოთ, მეც ნაჩქარევად მოვწესრიგდი. გასაღები მოვიძიე, ვერსად ვიპოვე, ალბათ ანჯელამ თუ გადამალა თავისი საცვლებისა და ხელსახოცის გროვაში. ვცდილობ ნერვებს არ ავყვე და სათითაოდ, ვეძებ ამ უსარგებლო ნაგავში გადამალულ გასაღებს.. ანჯელას აშკარად არ მოსწონს რომ მის ნივთებში ვიქექები..
- სად დადე ანჯელა გასაღები?
- მე არაფერი დამიმალავს, რას ეძებ ჩემს ტანსაცმელში?
- ახლავე დაურეკე ანტონელას, ხვალიდან აქ აღარ იმუშავებ, წადი ჩემი სახლიდან, ვერ გიტან, ვერაა!
- ანჯელა, მომეცი გასაღები, მესაზე გვაგვიანდება.
- არ მაქვს ხომ გითხარი! - იცინის და სახეზე ირონიული გამომეტყველება ესახება.
ღმერთო, ოღონდაც არ გავგიჟდე! - ვფიქრობ გულში და ვცდილობ ნერვებმა არ მიმტყუნოს.
ანჯელას ტელეფონის ზარი გაბმულად რეკავს საიდანღაც. ამასობაში ტელეფონიც გადაუმალია. სანამ ვიპოვიდი ზარი გაითიშა. ანჯელა სულ გადაირია. რეკავდა, ჩემი შვილი რეკავდა და ვერ ვუპასუხე. ზარი ჩემი ტელეფონიდან გავუშვი. როგორც იქნა ხმით მივაკვლიე, პირსახოცების ქვეშ ვიბრირებდა. წინა ზარი, ანჯელას უმცროს შვილს ეკუთვნოდა. გადავრეკე, ქალმა გაბრაზებული ტონით მიპასუხა:
- კიდევ სახლში ხართ? რატომ არ წაიყვანე დედა მესაზე?
- კატია, იცით, სახლის გასაღები ვერ ვიპოვეთ.
- გასაღები შენ უნდა აკონტროლო, ეს რა უპასუხისმგებლობაა.
- გასაღებს არ მაძლევს დედათქვენი, და საერთოდ ის ყველაფერს მალავს, ჭიქებს და ტილოებსაც კი..
- ჰმ, ანუ დედაჩემის ბრალია? თქვენ რა პირველად მუშაობთ ასეთი ტიპის ავადმყოფთან? გამოდის არ გაქვთ გამოცდილება.
- გამოცდილება ნამდვილად მაქვს, ის ძალიან რთულია, უფრო საშინელია.
- როგორ ბედავთ, დედაჩემია საშინელება? - დედააა, დამალაპარაკე ახლავე!
- ჰო, შვილო, კატია ხარ! მოდი, ეს გოგო აქედან უნდა წავიდეს, მე არავინ არ მჭირდება არააა, გასაგებია?
- კარგი დედა, არ ინერვიულო! - შენ მესაზე წადი, გასაღები სად გაქვს დედიკო?
- აი, აქ მაქვს ჩანთაში? - ამოიღო გადამალული გასაღებების აცმულა.
- ჰო, კარგი გოგო ხარ, ძალიან კარგი! ახლა კარები დაკეტე და ეკლესიაში წადი მარიასთან ერთად.
- ჰო, ჰო, სწორედ მასე მოვიქცევი!
ეკლესიასთან უცნაურად ჩაცმული ხალხი შეკრებილიყო. მარია - ანჯელა ხელკავ გამოდებული მომყვებოდა. გზა და გზა სულ ბუზღუნებდა, დავაგვიანეთო. შეგროვილ ხალხს დავაკვირდი, ოპერატორი, რეჟისორი და მსახიობები იყვნენ. ზოგიერთი ვიცანი კიდეც. ეკლესიიდან კუბო გამოჰქონდათ, რა თქმა უნდა ბუტაფორია იყო. ანჯელას ვეუბნები რომ ფილმს იღებენ და ეკლესიაში ვერ შევალთ. არაფერი ესმის, ჯიუტად ცდილობს ხალხის წრე გაარღვიოს. უეცრად კარებში, ბერის ანაფორაში ჩაცმული მაღალი მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც პადრე პიოს წააგავდა, იტალიელებისთვის პადრე პიო, მნიშვნელოვანი წმინდანია, ბებიაჩემმა მაშინვე იცნო, რადგანაც მისი ფოტო საძინებელ ოთახში ეკიდა და ყოველ დღე მეგობარივით ესაუბრებოდა. ანჯელა - მარია აკანკალდა, მივხვდი რაღაც მოხდებოდა გაუთვალისწინებელი. უეცრად ელვის სისწაფით გამისხლტა ხელიდან და მის წინ და მუხლებზე დაეცა..
- პადრე პიო, მე ანჯელა - მარია ვარ, ხომ მიცანი! მიშველე პადრე პიო! ხომ მიშველი? მსახიობი არ დაიბნა, კამერები შემობრუნდნენ, რეჟიროსმა ხელით ანიშნა მცველებს კადრი არ გაეფუჭებინათ.
„პადრე პიო“ დაიხარა, ანჯელას მხრებში ხელი მოჰკიდა, ფეხზე წამოაყენა და ჯვარი გადასახა.
- უფალი შენთანაა შვილო ჩემო! - უთხრა მან თბილი ხმით, რომელიც შეიძლება მხოლოდ წმინდანებს აღმოხდეთ..
- გადაღებულია!- გავიგონე რეჟისორის ხმა.
ანჯელა, წავიდეთ შინ!- ვუთხარი მოხუცს და ხალხის ბრბოდან გამოვიყვანე. ჩვენს უკან ხალხის ტაში არ ცხრებოდა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი როლი ბებიაჩემი ანჯელა- მარია ბრუკოლის ცხოვრებაში.
გაგრძელება: ორშაბათს, 15 მაისს exclusivetv.ge-ს პლატფორმაზე
ავტორი: სალომე გოგოლაძე / იტალია/ ქალაქი ბარი
📌 დასაწყისი - ქართველი მომვლელის საიდუმლო მინიშნება: „მე მარია ვარ, აქედან გაიქეცი!“
მოგვწერეთ თქვენი საემიგრაციო ისტორიები!
პატივისცემით, Exclusivetv.ge-ს გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი იტალიაში ხათუნა შარაძე

1780167622
საზოგადოებასოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს, თავისი სამშობლოს მომავალს ძირს უთხრის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გიორგი კანდელაკის ფეისბუკ პოსტი„დღის ქრონიკასთან“ შეაფასა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯ...
1780164701
მსოფლიოRepubblica: იტალია რუმინეთში სასწავლო მისიის ფარგლებში 100 ჯარისკაცსა და გამანადგურებელს გაგზავნის
იტალია რუმინეთში დაახლოებით 100 ჯარისკაცს და რამდენიმე გამანადგურებელს აგზავნის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად რუმინელი ჯარისკაცების გაწვრთნის მისიის ფარგლებში. ინფორმაციას გამოცე...
1780159776
მსოფლიოირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი: ტრამპი დიპლომატიას კვლავ ღალატობს
ირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა მოჰსენ რეზაიმ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიპლომატიას ღალატობს“, რადგან ირანთან დაკავშირებული საზღვაო გადაზიდვების მიმარ...
1780157054
საზოგადოებაზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს
როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე...
1780155377
საზოგადოებამარტვილის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დ...


























