დავით ქართველიშვილი: თბილისი თანდათან იმკვიდრებს თავს როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბი საერთაშორისო ფორუმების, ბიზნესსამიტებისათვის, რისი აღიარება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია
„თბილისი აშკარად გამოდის რეგიონულ ლიდერად საერთაშორისო ფორუმებისა და სამიტების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამის დასტურად მოჰყავს კონფერენციების, ფორუმების, სხვადასხვა ღონისძიების ჩამონათვალი, რომელთა გამართვა საქართველოში იგეგმება.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მიღწევები მიუღებელია ქართველი რადიკალებისათვის და ისინი ჯიუტად არ აღიარებენ ამას.
„მომდევნო 30 კალენდარული დღის განმავლობაში თბილისი სამხრეთ კავკასიაში ჩვეული მაღალი ინტენსივობით მასპინძლობს საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე სფეროს მოიცავს: ტრანსპორტს, ფინანსებს, ბიზნესს, განათლებასა და საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებს. კერძოდ, 12–13 მარტს თბილისში უკვე გაიმართა Logistics Expo Georgia, რომელიც სატრანსპორტო დერეფნებს, ლოგისტიკასა და ტრანზიტულ ინფრასტრუქტურას მიეძღვნა.
უახლოეს დღეებში დედაქალაქი ასევე უმასპინძლებს Judo Grand Slam Tbilisi-ს (20–22 მარტი) - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურის ერთ-ერთ ეტაპს, რომელიც ტრადიციულად აერთიანებს ათეულობით ქვეყანას და ოფიციალურ დელეგაციებს. პარალელურად, მარტის განმავლობაში ქალაქში ტარდება საერთაშორისო კონფერენციები კიბერუსაფრთხოების, ციფრული ეკონომიკის, ხელოვნური ინტელექტისა და ურბანული განვითარების საკითხებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესსა და ფინანსურ ღონისძიებებს, რომლებიც ეტაპობრივად აყალიბებს თბილისს რეგიონული ეკონომიკური დიალოგის პლატფორმად.
უახლოეს კვირებში დედაქალაქში ტარდება Tbilisi Finance Summit და CX Business Summit Georgia, სადაც განიხილება ფინტექ-ინდუსტრია, საინვესტიციო სტრატეგიები, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია და საერთაშორისო ფინანსური ნაკადების განვითარება. ამ ღონისძიებებს შეავსებს International Education Fair (14 აპრილი), სადაც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო ორგანიზაცია საკუთარ პროგრამებს წარადგენს. მთლიანობაში ეს ღონისძიებები ქმნის საერთაშორისო აქტივობის მჭიდრო კალენდარს, რომელიც თითქმის უწყვეტად გრძელდება ერთი თვის განმავლობაში. თუ ამ დინამიკას შევადარებთ სამხრეთ კავკასიის სხვა დედაქალაქებს (ბაქოსა და ერევანს) - სტატისტიკურად თბილისი აშკარად გამოდის რეგიონულ ლიდერად საერთაშორისო ფორუმებისა და სამიტების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით. ამ ელემენტარულ მოცემულობას ჯიუტად არ აღიარებენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები - რომლებიც დებატებშიც კი საქართველოს მნიშვნელობას მხოლოდ ჯეი დი ვენსის რეგიონულ ტურნესთან ბმაში განიხილავდნენ.
მე დარწმუნებული ვარ - ისინი აზრზე არ არიან და არც აინტერესებთ თბილისის საერთაშორისო დღის წესრიგი. არადა სწორედ აქ ტარდება რეგულარულად დარგობრივი კონფერენციები, ბიზნესსამიტები, საერთაშორისო გამოფენები და მსოფლიო დონის სპორტული ტურნირები. ამის მიზეზები ნათელია: განვითარებული ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა, ვიზალიბერალიზაცია და საქართველოს რეპუტაცია, როგორც სტაბილური პლატფორმისა საერთაშორისო დიალოგისთვის. ამგვარად, უახლოესი კვირების კალენდარი უფრო ფართო ტენდენციაზე მიუთითებს. თბილისი თანდათან იმკვიდრებს თავს, როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბი საერთაშორისო ფორუმების, ბიზნესსამიტებისა და პროფესიული კონფერენციებისთვის. ამის აღიარება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია, ამიტომ პერიოდულად ჩვენ მივაყენოთ ხოლმე ეს ტკივილი“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1793174168
საზოგადოებადავით მათიკაშვილი გიგაურის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი „ენჯეოების“ სახით
„კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი „ენჯეოების“ სახით“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი „საე...
1793173231
ახალი ამბები„მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა“ - გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმ...
1793171021
ახალი ამბები„ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ - ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელე...
1793170811
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...
1793169315
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...



























