მეცნიერები ფეხბურთის მოედნისხელა ასტეროიდს აკვირდებიან, რომელიც შეიძლება დედამიწას შეეჯახოს

მეცნიერები აგრძელებენ დაკვირვებას ფეხბურთის მოედნისხელა ასტეროიდზე, რომელსაც „2024 YR4“ დაარქვეს. სპეციალისტების განცხადებით, მომავალში ასტეროიდი შეიძლება დედამიწას შეეჯახოს.

ასეთი სიდიდის ასტეროიდი დედამიწას მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულში ერთხელ ეჯახება.

ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) იუწყება, რომ ყურადღებით აკვირდება ასტეროიდს, რომელიც წინასწარი გათვლებით შეიძლება დედამიწას შვიდი წლის შემდეგ შეეჯახოს.

პირდაპირი შეჯახების შანსი 83-დან ერთია, რაც სერიოზულად დააზიანებს კონკრეტულ რეგიონს. ამჟამად, ასტეროიდი დედამიწიდან დაახლოებით 4 მილიონი კილომეტრის დაშორებითაა და პლანეტას შორდება, თუმცა 2032 წლის 22 დეკემბერს ის დედამიწის ორბიტას გადაკვეთს.

სპეციალისტების აზრით, დიდი ალბათობით, ასტეროიდი დედამიწას ძალიან ახლოს ჩაუვლის.

საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც კოსმოსური მისიების დაგეგმვითაა დაკავებული, ასტეროიდზე დაკვირვების ბოლო მონაცემებს მომავალ კვირას, ვენაში განიხილავს.

თუ ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების რისკი დამტკიცდება, საკონსულტაციო ჯგუფი ოფიციალურ რეკომენდაციებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წარუდგენს. ამის შემდეგ, შესაძლოა, დაიწყოს სხვადასხვა ვარიანტებზე მუშაობა, რათა მეცნიერებმა პოტენციური საფრთხე კოსმოსური აპარატების დახმარებით თავიდან აიცილონ.

„ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ვინერვიულოთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, - განაცხადა მეცნიერმა სიმეონ ბარბერმა და აღნიშნა, რომ არსებული სისტემები ხშირად ასტეროიდების შეჯახების ალბათობას გადაჭარბებულად აფასებენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788251467

საზოგადოება

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს წარმატებული საქმიანობა უსურვა. „ყველას გილოცავთ საშემოდგომო სესიის დაწყებას. გისურვ...

პარლამენტის საშემოდგომო სესია

1788251064

საზოგადოება

ლევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს

ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორც წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტე...

ლევან მახაშვილი

1788250537

საზოგადოება

თორნიკე ფაღავა: ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიურო...

თორნიკე ფაღავა

1788249589

საზოგადოება

ლიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირალობებს კადრულობს, „ნაცსაც“ რომ გაუკვირდება

შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძალიან საყვარლობით ცდი...

ლიზა გეგეჭკორი

1788248973

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. „იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს „შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შ...

ცხოველთა არალეგალური სასაკლაო