მიხეილ სარჯველაძე: დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილება
აბსოლუტურად ნებაყოფლობითია“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც კომპენსაციის ოდენობა დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი იქნება.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, დევნილი ოჯახების გარკვეულ ნაწილს თავად აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს, ან უკვე შეიძინა საცხოვრებელი ფართი და ამ ეტაპზე ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს.
„სწორედ მათთვის გავაჩინეთ დამატებითი შესაძლებლობა. იცით, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები და დევნილი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხდება რიგითობის დაცვა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური თანამონაწილეობა შესაძლოა, მათთვის უფრო ხელსაყრელი იყოს, ვიდრე რამდენიმე წლის განმავლობაში ბინის ლოდინი“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, უახლოეს დღეებში დაზუსტდება, სად და რა პროცედურების გავლა იქნება საჭირო კომპენსაციის მისაღებად. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 58 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„პროგრამა მომდევნო წელსაც გაგრძელდება და ბუნებრივია, ისევ ნებაყოფლობითი იქნება. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ გრძელდება დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობისა და სოფლად სახლის პროგრამებიც. ამმიმართულებით უპრეცედენტოდ აქტიურია სახელმწიფო - წელს დაახლოებით 1 700 ოჯახი დავაკმაყოფილეთ ბინით და 2 700-მდე ბინა კიდევ ექვემდებარება გადაცემას. ამასთან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშიდაახლოებით 16 000 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებლით სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში. წელს კიდევ 2 000 ოჯახთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. კარგად რომ წარმოვიდგინოთ, რამდენადმნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი ხელისუფლებისთვის დევნილთა განსახლების საკითხი, გეტყვით, რომ 2012 წლამდე ამ სამინისტროს წლიური ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო, ახლა კი მხოლოდ განსახლებისპროგრამისთვის არის გათვალისწინებული 240 მილიონი და ესეც მზარდია. 2012 წლამდე საცხოვრებლით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რაოდენობა იყო 19 000 და აქედანაც, ხშირ შემთხვევაში, მათ მიერვე დაკავებული ფართები დაუკანონეს. 2012 წლიდან ვითარება არსებითად შეიცვალა და შეიცვალა მხოლოდ დადებითისკენ. გაზრდილი ბიუჯეტის გარდა, რიცხვები ასახავს ამ ყველაფერს - დაახლოებით 45 000 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. ბუნებრივია, დევნილთა განსახლება პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1793174168
საზოგადოებადავით მათიკაშვილი გიგაურის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი „ენჯეოების“ სახით
„კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი „ენჯეოების“ სახით“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი „საე...
1793173231
ახალი ამბები„მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა“ - გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმ...
1793171021
ახალი ამბები„ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ - ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელე...
1793170811
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...
1793169315
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...



























