ნათია თურნავა: საფინანსო სისტემებს და რეგულატორებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება პირდაპირ პასუხობს თანამედროვეობის ისეთ გამოწვევას როგორიცაა გლობალური ფრაგმენტაცია და რეგიონალიზაცია
დღეს, ამ ფორუმის ფარგლებში, შევიკრიბეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ლარის იუბილე, არამედ, იმისთვისაც, რომ ერთად განვიხილოთ გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევები და შესაძლებლობები. დღეს აქ წარმოდგენილები ბრძანდებით ჩვენი ფართო რეგიონის და მათ შორის, შუა დერეფნის თითქმის სრული გეოგრაფიის წარმომადგენლები. ჩვენს საფინანსო სისტემებს და რეგულატორებს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება პირდაპირ პასუხობს თანამედროვეობის ისეთ გამოწვევას, როგორიცაა გლობალური ფრაგმენტაცია და რეგიონალიზაცია, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას.
მან კონფერენციის მონაწილე 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტ სტუმარს, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო, ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ფრთხილ და რისკების მართვაზე ორიენტირებულ მონეტარულ პოლიტიკას და ისაუბრა გეოპოლიტიკურ და გლობალურ გამოწვევებზე რამაც რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი რისკების წინაშე დააყენა.
„იმ დროს როდესაც ტრადიციული სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები კითხვის ქვეშ დგება, ჩვენ ვსაუბრობთ თანამშრომლობის გაძლიერებაზე საბანკო, საგადახდო, ფინანსური ტექნოლოგიების, კაპიტალის ბაზრის და სხვა მრავალ სფეროში, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ რომ კონფერენციის ფარგლებში უკიდურესად საინტერესო დისკუსია გაიმართება როგორც თანამედროვე გამოწვევების შესახებ ისე ამ გამოწვევების ახალ შესაძლებლობებად გარდაქმნის თაობაზე,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ პანელური დისკუსიების მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემები და მონეტარული პოლიტიკა, ინიციატივები საფინანსო სექტორში, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში და სხვა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
1765801157
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი)...
1765799320
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას სოციალურ ქსელში X გმობს. „საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე...
1765797104
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა
აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა, - განაცხადა პარლამენტ...
1765794634
ახალი ამბებინინო წილოსანი: ფარსია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური პარტიაა და ისინი რუსეთს ებრძვიან
„ნაციონალური მოძრაობა“ არის სრული ფარსი. ფარსია ის, რომ ის პროდასავლური პარტიაა და ისინი რუსეთს ებრძვიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. დეპუტატი გამოეხმაურა...
1765792595
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის ოქროს ზოდებისა და ვერცხლის მონეტების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინი...





























