ჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის, თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის.

ელჩმა ჩინეთში გამართულ მსხვილ საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ძვირფასი ლითონის მადნები საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილი სატრანზიტო ვაჭრობაზე მოდის. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის. თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, მოსალოდნელია, რომ შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, როგორებიცაა მინერალური წყალი და სანელებლები, შედარებით მცირე მასშტაბისაა, ბოლო წლებში ჩინეთში მათი ექსპორტი სწრაფად გაიზარდა. რეკომენდებულია, რომ საქართველომ აქტიურად განაგრძოს მონაწილეობა ჩინეთში გამართულ მსხვილ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო და კუანგჭოუს გამოფენა-გაყიდვა, რათა ჩინელ მომხმარებლებში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესახებ ცნობიერება და აღიარება მუდმივად გაიზარდოს.

გარდა ამისა, ჩინეთი და საქართველო განიხილავენ ელექტრონული კომერციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რაც, მჯერა, ეფექტურად გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო ელექტრონულ კომერციას. მომავალში ჩვენ ასევე ჩავატარებთ ელექტრონული კომერციის ბიზნესგაცნობით ღონისძიებებს, რათა დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს ჩინელი მომხმარებლების საყვარელი ელექტრონული კომერციის პლატფორმების ეფექტურად გამოყენებაში და ჩინეთში ისეთი წამყვანი ქართული პროდუქტების, როგორებიცაა ღვინო და მინერალური წყალი, გაყიდვების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ელჩმა.

ჭოუ ციენმა იმ სფეროებზეც ისაუბრა, რომლებშიც საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები არსებობს.

„ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს რბილი კლიმატი, ნაყოფიერი ნიადაგი და უხვი სასოფლო-სამეურნეო რესურსი, თუმცა მისი თვითკმარობის მაჩვენებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და საკვების მიმართ დაბალია, ხოლო მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტის მოცულობა დიდი არ არის. ჩინეთის დარგვისა და კულტივირების ტექნოლოგიები მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს, ორ მხარეს შეუძლია თანამშრომლობის განხილვა მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობისა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის სფეროში. გარდა ამისა, საქართველოს აქვს ხილისა და თხილეულის მდიდარი ასორტიმენტი მნიშვნელოვანი მოსავლიანობით, შესაძლებელია გადამუშავების ტექნოლოგიების დონის გაუმჯობესება და საბოლოო პროდუქტის ხარისხისა და გარეგნული იერსახის გაუმჯობესებით ექსპორტირებული პროდუქციის დამატებითი ღირებულების გაზრდა. აღნიშნულ სფეროებში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესანიშნავი შესაძლებლობები არსებობს“, - აღნიშნა ჭოუ ციენმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782573729

ახალი ამბები

თბილისში ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ცეცხლი ლიკვიდირებულია

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  ცეცხლი ლიკვიდირებულია და ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. დ...

ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი

1782572711

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა. გახდა უმრავლესობის ლიდერი და რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია

უხერხულია, ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ, უბრალოდ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი იქნება ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი!, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართუ...

დიმიტრი სამხარაძე

1782571216

საზოგადოება

გორში 16 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გორში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. როგორც გარდაცვლილი გოგოს ახლობლები ამბობენ, მას დენმა დაარტყა. დაღუპულია ვიკა არუთინიანი.  ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან სა...

ააა

1782567316

საზოგადოება

ჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალ დონეს აჩვენებს და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის

პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ახალ საწყის წერტილზეა, აუცილებლად მიაღწევს უფრო მეტ განვითარებას, უფრო დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ერთობლივ პრო...

ჭოუ ციენი

1782564581

საზოგადოება

გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, რომ მას გააჩნია ისეთი ტკივილები, რომ წარმოუდგენელია მისი გასინჯვა, მას უნდა გადაედო ყველაფერი ჩვენთან შესახვედრად

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მკურნალი ექიმის განცხადებას ეხმაურება. „ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტ...

გიორგი პატარიძე