დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა. გახდა უმრავლესობის ლიდერი და რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
უხერხულია, ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ, უბრალოდ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი იქნება ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი!, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რითაც გიორგი გახარიას პასუხობს.
სამხარაძის თქმით, რაც შეეხება იმას, რომ ვინმე ვინმეზე ცუდს ამბობს მას შემდეგ, როდესაც დიდ თანამდებობას დატოვებს, ესეც გამორიცხულია ირაკლი კობახიძესთან მიმართებით, რადგან, მისივე თქმით, ის უღალატო კაცია, გულთან მიაქვს ნებისმიერის გასაჭირი, ყურადღებას არ აკლებს და, ამავე დროს, უზომოდ სამართლიანია.
„გახარიას ჩვეულ სტილში კაპასობას მინდა ვუპასუხო პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რომ „მესიჯების“ გაჟღერებას ავალებს ნორჩ გახარიელებს. თითქოს, პრემიერი რომ აღარ იქნები, მერე შენს წინააღმდეგ გუნდი განეწყობაო! ყველას შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ ირაკლი კობახიძე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკა გახლავთ და ეს პოსტი არანაკლებია პრემიერობისა. მისი გადადგომის მიზეზებზე ახლა არ ვისაუბრებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ირაკლიმ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! გადადგომის შემდეგ ის თავისი საქციელით ადრეც, მაგრამ მაშინაც პირადად ჩემთვის და „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებისთვის სამაგალითო გახდა. დარჩა, გახდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტიულ საქმიანობაშიც ბევრი საქმე გააკეთა! ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია! უხერხულია, ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ, არც მიფიქრია, უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ და უეჭველი დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი იქნება ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი! რაც შეეხება იმას, რომ ვინმე ვინმეზე ცუდს ამბობს მას შემდეგ, როდესაც დიდ თანამდებობას დატოვებს, ესეც გამორიცხულია ირაკლი კობახიძესთან მიმართებით! იმიტომ, რომ ირაკლი უღალატო კაცია, გულთან მიაქვს ნებისმიერის გასაჭირი, ყურადღებას არ აკლებს და, ამავე დროს, უზომოდ სამართლიანია! ერთგული კაცია და საამაყო ქართველი. ასე რომ, ვერ გაგახარებთ ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს, არც გქონდეთ იმედი! მოღალატეს ვექცევით ისე, როგორც იმსახურებს და ერთგულებს ბოლომდე მივყვებით“, - წერს სამხარაძე.
1782573729
ახალი ამბებითბილისში ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ცეცხლი ლიკვიდირებულია
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ლიკვიდირებულია და ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. დ...
1782571216
საზოგადოებაგორში 16 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გორში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. როგორც გარდაცვლილი გოგოს ახლობლები ამბობენ, მას დენმა დაარტყა. დაღუპულია ვიკა არუთინიანი. ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან სა...
1782569508
საზოგადოებაჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის, თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს...
1782567316
საზოგადოებაჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალ დონეს აჩვენებს და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის
პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ახალ საწყის წერტილზეა, აუცილებლად მიაღწევს უფრო მეტ განვითარებას, უფრო დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ერთობლივ პრო...
1782564581
საზოგადოებაგიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, რომ მას გააჩნია ისეთი ტკივილები, რომ წარმოუდგენელია მისი გასინჯვა, მას უნდა გადაედო ყველაფერი ჩვენთან შესახვედრად
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მკურნალი ექიმის განცხადებას ეხმაურება. „ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტ...


























