ირაკლი კირცხალია: აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი

ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ღიად ვუთხრათ, სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს - დეოკუპაცია მშვიდობით და შერიგება ნდობით.

„აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი.

ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს! დეოკუპაცია მშვიდობით! შერიგება ნდობით! და ქვეყნის გაერთიანება არა ახალი კონფლიქტით, არამედ ურთიერთობის აღდგენით.

ჩვენ დღეს უკვე ვხედავთ მცდელობებს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ნდობის აღდგენას, ჰუმანიტარულ ურთიერთობასა და მშვიდობიან დარეგულირებას ემსახურება, გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის, პროვოკაციისა და ხელოვნური ესკალაციის საგანი. აქ საზოგადოებას სრული სიმართლის ცოდნის უფლება აქვს.

საჭიროა ყველა იმ პოლიტიკური და გავლენის ქსელის სრული, სამართლებრივი და პოლიტიკური ლუსტრაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მუშაობს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა ინტერესს ემსახურება, ვინ ცდილობს ქართველი და აფხაზი საზოგადოების კიდევ უფრო დაშორებას და ვინ ქმნის ნიადაგს ახალი დაპირისპირებისთვის.

სამ ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც ქართველი და აფხაზი საზოგადოებების ერთმანეთთან დაბრუნებას თითოეული სიტყვის და თითოეული ნაბიჯის ფრთხილი გააზრება სჭირდება, ერთ უპასუხისმგებლო განცხადებას შეუძლია წლების განმავლობაში ნაშენი ნდობა ერთ დღეში დააზიანოს.

აფხაზეთის თემა არ არის პოლიტიკური ქულების დაწერის ადგილი. ვინც ამ თემას შიდა პოლიტიკური ბრძოლის ან რომელიმე გარე პოლიტიკური ინტერესის ინსტრუმენტად გამოიყენებს, უნდა იცოდეს, რომ მას უმკაცრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის შედეგი.

სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი დეოკუპაციისთვის. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა რუსეთის პასუხისმგებლობა, ეფექტური კონტროლი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი. ეს არის განსხვავება ხმაურიან რიტორიკასა და სახელმწიფოებრივ პოლიტიკას შორის", - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788253427

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა...

 ირაკლი კირცხალია

1788252799

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე

საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი...

ირაკლი კირცხალია

1788251953

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა...

ირაკლი კირცხალია

1788251467

საზოგადოება

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს წარმატებული საქმიანობა უსურვა. „ყველას გილოცავთ საშემოდგომო სესიის დაწყებას. გისურვ...

პარლამენტის საშემოდგომო სესია

1788251064

საზოგადოება

ლევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს

ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორც წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტე...

ლევან მახაშვილი