რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ, ფარდა ახადა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახვა, ვინაიდან შეწყალებული პირები ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს
საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, ამ ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოება მათ ამორალურ ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ძალადობრივ აქციებში მონაწილე 9 პირის შეწყალებასთან დაკავშირებით საუბრისას.
იონათამიშვილი ოპოზიციის ქმედებებს აღნიშნულ 9 პირთან დაკავშირებით „ამორალური პროპაგანდის ფსკერს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ამ ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.
„მინდა ყურადღება მივაპყრო იმ 9 პირზე, რომლებიც ძალადობდნენ აქციაზე, იხდიდნენ სასჯელს, შემდეგ მოინანიეს დანაშაული და საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ შეწყალების ან ამნისტიის საკითხის განხილვისთვის მთავარი და პრინციპულად მნიშვნელოვანი წინაპირობა დანაშაულის აღიარება, სინანული და მონანიება იყო. და ეს ასეც მოხდა! მაგრამ ის რეაგირება,რაც ჩვენ ამ 9 პირის მიმართ რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ვიხილეთ, ყოველგვარ მორალურ და ზნეობრივ სტანდარტს ცდება და ამორალურ პროპაგანდის ფსკერს წარმოადგენს. ფაქტია, რომ უსამშობლო აგენტები ამ ახალგაზრდებს ძალადობისა და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ და აგენტურულ ჯგუფებს გაუხარდათ მათი დაპატიმრება და ძალიან ეწყინათ გათავისუფლება.
საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, ამ ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოება მათ ამორალურ ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისივე განცხადებით, აგენტურული ჯგუფები მუდმივად ირჩევენ ძალადობას, ბულინგს, რაც განასხვავებს მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან.
„სწორედ ეს არის ღირებულებითი სხვაობა, რომელიც ჩვენს შორის არსებობს, რადიკალურ აგენტურულ ჯგუფებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, რადგან აგენტურული ჯგუფები მუდმივად ირჩევენ სიძულვილს, ბულინგს, ზიზღს, მათ შორის, ხშირად ერთმანეთის მიმართ ყველაზე რადიკალური და მიუღებელი მიმართულებებითა და ხასიათით მაშინ, როდესაც ქართული ოცნება დგას სამართლიანობის, პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ჰუმანურობის პრინციპებზე და ეს რაც დრო გავა, რა თქმა უნდა, უფრო თვალსაჩინო გახდება.
სწორედ ამიტომ არის, რომ რადიკალური ჯგუფები არის ჩვენი საზოგადოებისათვის და როგორც ჩანს, ეს აგენტურული ჯგუფები საკუთარი პატრონებისთვისაც მალე მიუღებლები გახდებიან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
1788251064
საზოგადოებალევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს
ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორც წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტე...
1788250537
საზოგადოებათორნიკე ფაღავა: ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიურო...
1788249589
საზოგადოებალიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირალობებს კადრულობს, „ნაცსაც“ რომ გაუკვირდება
შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძალიან საყვარლობით ცდი...
1788248973
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. „იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს „შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შ...
1788248047
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია შალვა ნათელაშვილზე: ეს ნაძირალა, ბიძინა ივანიშვილს რა ნამუსით ახსენებს? გარეწარი, რომელიც სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვდა, მერე მიშას დაქირავებული გოშია იყო - მიმიქარიხართ ყველა, ვინც ამ საქონელს, ამ სიბილწეებს უტარებთ!
„აი ეს ნაძირალა, ბიძინას რა ნამუსით ახსენებს? აი ეს გარეწარი, რომელიც სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვდა, მერე მიშას დაქირავებული გოშია იყო, კუდმა ოპერატიული ხარჯით, გულის ოპერაცია გაუკეთა და ახლაც ბოლ...



























