ირაკლი კირცხალია: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე
საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არ იცავდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, დღეს ცდილობენ ყველაზე მტკივნეული ეროვნული საკითხები კვლავ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციონ.
„გასული ზაფხულის განმავლობაში სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად სახიფათო შეიძლება გახდეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ის უკვე აღარ ეხება მხოლოდ ხელისუფლებასა და ე.წ. ოპოზიციას შორის ჩვეულებრივ დაპირისპირებას და პირდაპირ ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ქვეყნის მშვიდობიან მომავალს.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისგან წარმოქმნილი აგენტურული ჯგუფების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ მოვისმინეთ განცხადებები, რომელთა შინაარსიც სცდება ჯანსაღი პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებს და აჩენს უმძიმეს კითხვებს, ვის ინტერესს ემსახურება ასეთი რიტორიკა? რას აძლევს ის საქართველოს და რაც მთავარია! რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის.
როდესაც აგენტურული ქსელის ერთ-ერთი ლიდერი აფხაზეთის ომზე ისეთ განცხადებას აკეთებს, რომლის გამოც გენერალური პროკურატურა სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიებას იწყებს, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური პოლემიკის საკითხი, ეს სახელმწიფოსა და საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
ჩვენ ვხედავთ მეტად სახიფათო ტენდენციას: ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არ იცავდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, დღეს ცდილობენ ყველაზე მტკივნეული ეროვნული საკითხები კვლავ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციონ.
მათ რიტორიკაში კვლავ ჩნდება ისეთი გზავნილები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ქართულ და აფხაზ საზოგადოებებს შორის ისედაც ურთულესი ნდობის აღდგენის პროცესი, გააძლიეროს დაპირისპირება და შექმნას დამატებითი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ მტრული პროპაგანდისთვის.
განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ მსგავსი განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში უდიდესი სიფრთხილით აშენებს მშვიდობის, დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკას.
ამიტომ საჭიროა მკაფიოდ ითქვას: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე.
საჭიროა ყველა იმ პოლიტიკური და გავლენის ქსელის სრული, სამართლებრივი და პოლიტიკური ლუსტრაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მუშაობს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა ინტერესს ემსახურება, ვინ ცდილობს ქართველი და აფხაზი საზოგადოების კიდევ უფრო დაშორებას და ვინ ქმნის ნიადაგს ახალი დაპირისპირებისთვის.
ამის შეფასებისთვის საკმარისია უახლეს ისტორიას გადავხედოთ. 2008 წლის უმძიმესი ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკა და კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები. ვნახეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე ფორმულირებები. ვნახეთ, როგორ თანაარსებობდა ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების პრაქტიკულ გაღრმავებასთან. ანუ ერთი იყო სიტყვა და მეორე საქმე.
2022 წლის შემდეგ კი იმავე პოლიტიკური წრის რიტორიკა სრულიად სხვა მიმართულებით შეიცვალა. უკვე გვესმოდა საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესების მოთხოვნა, საუბარი „მეორე ფრონტზე“, დაუსაბუთებელი ბრალდებები თითქოს საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდა და მუდმივი მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყანა შესულიყო პირდაპირი ესკალაციის რეჟიმში.
ყველა ამ მოწოდებას ერთი შესაძლო შედეგი ჰქონდა საქართველოში მშვიდობის რისკის ქვეშ დაყენება. დღეს ეს პოლიტიკური ხაზი განსაკუთრებით სახიფათო ხდება, როდესაც საქმე აფხაზეთს ეხება.
სამ ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც ქართველი და აფხაზი საზოგადოებების ერთმანეთთან დაბრუნებას თითოეული სიტყვის და თითოეული ნაბიჯის ფრთხილი გააზრება სჭირდება, ერთ უპასუხისმგებლო განცხადებას შეუძლია წლების განმავლობაში ნაშენი ნდობა ერთ დღეში დააზიანოს.
აფხაზეთის თემა არ არის პოლიტიკური ქულების დაწერის ადგილი. ვინც ამ თემას შიდა პოლიტიკური ბრძოლის ან რომელიმე გარე პოლიტიკური ინტერესის ინსტრუმენტად გამოიყენებს, უნდა იცოდეს, რომ მას უმკაცრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება“, - განაცხადა კირცხალიამ.
1788251064
საზოგადოებალევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს
ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორც წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტე...
1788250537
საზოგადოებათორნიკე ფაღავა: ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიურო...
1788249589
საზოგადოებალიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირალობებს კადრულობს, „ნაცსაც“ რომ გაუკვირდება
შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძალიან საყვარლობით ცდი...
1788248973
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. „იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს „შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შ...
1788248047
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია შალვა ნათელაშვილზე: ეს ნაძირალა, ბიძინა ივანიშვილს რა ნამუსით ახსენებს? გარეწარი, რომელიც სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვდა, მერე მიშას დაქირავებული გოშია იყო - მიმიქარიხართ ყველა, ვინც ამ საქონელს, ამ სიბილწეებს უტარებთ!
„აი ეს ნაძირალა, ბიძინას რა ნამუსით ახსენებს? აი ეს გარეწარი, რომელიც სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვდა, მერე მიშას დაქირავებული გოშია იყო, კუდმა ოპერატიული ხარჯით, გულის ოპერაცია გაუკეთა და ახლაც ბოლ...



























