ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს
„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
როგორც კირცხალია აღნიშნავს, ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა.
„31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა.
შეკითხვას - „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” - მთელი საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98,9%-მა დადებითი პასუხი გასცა და ამით დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა მომავალი ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოსი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით და ეროვნული ინტერესების დაცვით, რასაც ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს“, - წერს იგი.
1775027791
ახალი ამბებილაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია, ისევ შს სამინისტროში ვარ დასაქმებული
ლაშა ჯოხაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს, ტყუილს უწოდებს. „ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგე...
1775025468
მსოფლიორომის პაპი: ლიდერებს მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში
რომის პაპი ლეო XIV იმედოვნებს, რომ აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ აღდგომამდე დასრულდება. რომის პაპმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, დიალოგს დაუბრუნდნენ და ძალადობის შემცირების გზები ეძებონ. „მათ მოვუწ...
1775024304
მსოფლიონიკოპოლში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლზე დრონებით იერიში მიიტანეს. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარ...
1775023560
მსოფლიომარკო რუბიო: ირანთან ომის შემდეგ აშშ-ს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს. „საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გა...
1775023330
ახალი ამბები„ფიზიკურად იძალადეს და 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს“ - დაკავებულია დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დ...































