ირაკლი კირცხალია: ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი „ქართული ოცნება“ ასრულებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას, პირნათლად იცავს სახელმწიფო ინტერესსა და სუვერენიტეტს, შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ვიქნებით ხელისუფლებაში
ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთავარმა შემოქმედმა და მეორე მხრივ კი ნიკა გვარამიამ, მისმა გენერალურმა პროკურორმა დაადასტურეს, რომ გაერთიანების შესახებ დავალება მათი გარე პატრონებისგან მიიღეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობად“ ფორმირებული აგენტები მიიჩნევენ, რომ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიღებული გარე დავალებები და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისად რადიკალური არ არის, რაც მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზია, შესაბამისად, გადაწყვიტეს, უპირობო მორჩილების შეთავაზების სანაცვლოდ, ახალი, მათ წარმოდგენაში უფრო გავლენიანი გარე პატრონები მოძებნონ, ამ პროცესს კი, როგორც თავად დაგვიანონსეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყებენ.
„დღეს 31 მარტია, 35 წლის წინ ამ დღეს სრულიად საქართველომ ჩვენი ქვეყნის სუვერენულ მომავალს მისცა ხმა, სწორედ ამ დღეს მინდა გამოვეხმაურო საქართველოს სუვერენიტეტის გაცხადებული მტრების იგივე ნაცაგენტურის მორიგ გაერთიანებას და მათი მხრიდან ახალი უცხოელი პატრონების ძებნის მცდელობას. მართალია ამ ძალებს ისინი პარტნიორებად მოიხსენიებენ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არა მათი პარტნიორები, არამედ პატრონები არიან, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ გასცემენ დავალებებს, რასაც მათი მორჩილი ზემოთ ხსენებული ადგილობრივი რადიკალები - უსიტყვოდ ასრულებენ. როგორც ჩანს, კვლავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობად“ ფორმირებული აგენტები მიიჩნევენ, რომ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიღებული გარე დავალებები და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისად რადიკალური არ არის, რაც მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზია, შესაბამისად, გადაწყვიტეს, უპირობო მორჩილების შეთავაზების სანაცვლოდ, ახალი, მათ წარმოდგენაში უფრო გავლენიანი გარე პატრონები მოძებნონ, ამ პროცესს კი, როგორც თავად დაგვიანონსეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყებენ.
ჩემს გამოსვლაში მივმართავ ამ რადიკალურ ძალებს - რაზეც არ უნდა ისაუბროთ, ვისგანაც არ უნდა მიიღოთ დავალებები, გაერთიანების მერამდენე წრეზეც არ უნდა წახვიდეთ, როგორც არ უნდა შეფუთოთ და რა პიარ ტექნოლოგიაც არ უნდა გამოიყენოთ თქვენი უდღეური, უსუსური, ვითომდა პოლიტიკური ალიანსის, ბრენდირებისთვის ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ თქვენ ახალი გაერთიანება კი არა, ისევ ის ძველი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხართ და წარმოადგენთ სისხლიან რეჟიმს, რომელმაც ჩვენს ხალხსა და სამშობლოს არაერთი უბედურება დაატეხა თავს. თქვენთვის არ არსებობს ეროვნული ინტერესი! თქვენ არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ემსახურებოდით საქართველოს და მით უფრო არც ახლა, რადგან მაშინაც და დღესაც თქვენთვის ამოსავალი წერტილი არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ თქვენი უცხოელი პატრონების ბრძანებების შესრულებაა.
ამიტომაცაა, რომ არაფრად გიღირთ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია, რომელიც ბუნებრივია, არც გქონიათ, არც გაქვთ და არც აღარასდროს გექნებათ. ამიტომაცაა, რომ შველას უცხოელი პატრონებისგან ელით, მით უფრო იმ ფონზე, რომ პოლიტიკური ყოფნა - არ ყოფნის ზღვარზე ხართ. საქართველოს წინააღმდეგ დასახული ყოველი ჩავარდნილი გეგმის შემდეგ ახალ-ახალ უცხოელ პატრონებს ეძებთ, თუმცა, ვერ იაზრებთ, რომ ამ ქვეყანაში გადამწყვეტი სიტყვა ქართველ ხალხს ეკუთვნის! თქვენ ასრულებთ უცხო ქვეყნების დავალებებს და ატარებთ მათ ინტერესს საქართველოში, ამიტომაც ხართ უმორალო, უსამშობლო აგენტები! თქვენგან განსხვავებით, ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი „ქართული ოცნება“ ასრულებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას, პირნათლად იცავს სახელმწიფო ინტერესსა და სუვერენიტეტს, შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ამიტომაც ვიქნებით ხელისუფლებაში, განსხვავებით თქვენგან, უცხო ქვეყნის აგენტებისგან, ვისი ადგილიც არა ქართულ პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკურ სანაგვეზეა!“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1775027791
ახალი ამბებილაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია, ისევ შს სამინისტროში ვარ დასაქმებული
ლაშა ჯოხაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს, ტყუილს უწოდებს. „ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგე...
1775025468
მსოფლიორომის პაპი: ლიდერებს მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში
რომის პაპი ლეო XIV იმედოვნებს, რომ აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ აღდგომამდე დასრულდება. რომის პაპმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, დიალოგს დაუბრუნდნენ და ძალადობის შემცირების გზები ეძებონ. „მათ მოვუწ...
1775024304
მსოფლიონიკოპოლში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლზე დრონებით იერიში მიიტანეს. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარ...
1775023560
მსოფლიომარკო რუბიო: ირანთან ომის შემდეგ აშშ-ს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს. „საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გა...
1775023330
ახალი ამბები„ფიზიკურად იძალადეს და 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს“ - დაკავებულია დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დ...































