კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან
რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას.
როგორც მან პარტია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ეს საქმე არის პოლიტიკური სპეკულაცია, რადგან ადგილი ჰქონდა საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართულ ხელის შეშლას, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.
„ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სპეკულაცია დაა თავად ელენე ხოშტარიამაც ძალიან კარგად იცის. ის განცხადებები, რაც ჩვენ თუნდაც ელჩის მხრიდან მოვისმინეთ, არის წახალისება. ამ ბოროტებას ზუსტად ეს ადამიანები ახალისებენ, ისინი აღვივებენ ხელს უწყობენ პოლარიზაციას. ეს ექსტრემისტული დაჯგუფება იმართება გარედან - რა მითითებებსაც მისცემენ, იმას ასრულებენ. ჩვეულებრივი უსამშობლო მოღალატეები არიან და ებრძვიან სახელმწიფოს, ყველაფერ წმინდას - კულტურას, წარსულს, ტრადიციებს. ეს ადამიანები წლების განმავლობაში გარე ძალებისგან ფინანსდებოდნენ.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, ეს ხომ არ არის უბრალოდ ფოტოს გაფუჭება. კონკრეტულ ქმედებებს კონკრეტულ დროსა და მოცემულობაში შესაბამისი შეფასება ეძლევა. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა. ეს ხელის შეშლა კი წახალისებული იყო ქვეყნის გარედან. ეს ვითომ დიპლომატები დღეს რომ ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ, სწორედ ისინი ახალისებდნენ მსგავს პროცესებს. ერთი განცხადება არავის მოუსმენია რომელიმე ევროპელი ელჩისგან იმასთან დაკავშირებით, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა - შტაბთან მისვლა, გინება, ფურთხება, ბანერების დაზიანება, შეურაცხყოფა და ა.შ. ისინი თავად იყვნენ ამ ყველაფრის დამფინანსებლები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ყველა პოლიტიკოსს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წინა საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლისთვის თავისი ხედვა წარედგინა, თუმცა მათ არჩიეს ისეთი ქმედებები, რასაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ.
„მე არავის დაკავება არ მიხარია. რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები. მესმის, რომ შეიძლება ადამიანს გარკვეული პროტესტი ჰქონდეს, მაგრამ არსებობს ამ პროტესტის გამოხატვის კანონი და ჩარჩოები. გარკვეული ქმედებები, შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ხომ თავისუფალ, დემოკრატიულ და ცივილურ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ყველა პოლიტიკოსს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ხედვა მიიტანოს ქართველ ამომრჩეველთან. მაგრამ მათ წინა მსგავსი არაფერი აქვთ სათქმელი. შესაბამისად, გადადიან შეურაცხყოფაზე, მუშტი-კრივზე, ხულიგნობაზე და იმგვარ ქმედებებზე, რაც ვიხილეთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წინ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1775074343
საზოგადოებათეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ
ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ და მივიღებთ ახალ სანქციებსაც, არც ეს არის პრობლემა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართვე...
1775074315
საზოგადოებაწულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი
„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორ...
1775074290
საზოგადოებაწულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ
ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახ...
1775074229
საზოგადოებათეა წულუკიანი ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი
ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას, ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლოს და ბოლოს ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედე...
1775074187
საზოგადოებათეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია
„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლ...


























