მაჭავარიანი: წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა, საკუთარი ხასიათით, ქცევითა, თუ ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურაც და იდენტობაც
წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა, საკუთარი ხასიათით, ქცევითა, თუ ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურაც და იდენტობაც, ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ქართველების ერთ მუშტად შეკვრა, სწორედ პატრიარქის სურვილი იყო და მანვე შეაძლებინა ეს ყოველივე ჩვენს ერს.
„პატრიარქის ოცნება იყო ასე ერთ მუშტად შეკრული ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა. ერთმანეთის მიმართ ყველანაირი წყენა გაქრა. გაქრა ბრაზი, შური, ბოღმა. არ არსებობდა პროფესია, სოციალური სტატუსი, თანამდებობა, ყველა თანაბარი, დაობლებული ჭირისუფალი ვიყავით. არ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, ყველას ერთი აზრი და საერთო მიზანი გვქონდა - ღირსეულად უნდა გაგვეცილებინა ჩვენი უწმინდესი,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ქცევას, საყოველთაო ზრუნვას და მოწიწებას ერთმანეთის მიმართ.
„მისალმების ნაცვლად ერთმანეთს ვუსამძიმრებდით, ჩვენს საერთო სევდას, ვისაც რით შეგვეძლო , ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს. ვისაც რამდენი შეეძლო იმდენი გააკეთა. არასდროს რიგში დგომა რომ არ გვეხერხებოდა წინა დღეებში ესეც კი სამაგალითოდ მოვახერხეთ ქართველებმა. ხალხი რიგში ადგილსაც კი უსიტყვოდ უთმობდა ერთმანეთს. სამების ტაძართან მცხოვრები მოქალაქეები მსახურებით იყვნენ დაკავებულნი. ხალხს წყლით, ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს დაენახა და შეექო, არამედ იმიტომ რომ სიყვარულის მდგომარეობას ასე გამოხატავდნენ. ვნახეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებმაც ყავარჯნებით ამხელა გზა გაიარეს, ვნახეთ როგორი სითბოთი და მოწიწებით ეგებებოდნენ მათ პოლიციელები, რომლებიც რიგის ნაკადს აწესრიგებდნენ,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1775027791
ახალი ამბებილაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია, ისევ შს სამინისტროში ვარ დასაქმებული
ლაშა ჯოხაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს, ტყუილს უწოდებს. „ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგე...
1775025468
მსოფლიორომის პაპი: ლიდერებს მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში
რომის პაპი ლეო XIV იმედოვნებს, რომ აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ აღდგომამდე დასრულდება. რომის პაპმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, დიალოგს დაუბრუნდნენ და ძალადობის შემცირების გზები ეძებონ. „მათ მოვუწ...
1775024304
მსოფლიონიკოპოლში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლზე დრონებით იერიში მიიტანეს. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარ...
1775023560
მსოფლიომარკო რუბიო: ირანთან ომის შემდეგ აშშ-ს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს. „საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გა...
1775023330
ახალი ამბები„ფიზიკურად იძალადეს და 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს“ - დაკავებულია დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დ...































