პროკურატურა: ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა, დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა იმის შესახებ, რომ სამი სხვადასხვა დასახელების და ამ ოდენობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული.

უწყებაში განმარტავენ, რომ მატტეუ როი დესმონდის ხელბარგში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 0,0224 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შემცველი 112 ცალი აბი და 0,75 გრამი კოდეინის შემცველი 50 აბი ნარკოტიკული საშუალება, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება 5,8484 გრამი პრეგაბალინის შემცველი 39 კაფსულა აღმოუჩინეს.

პროკურატურის განმარტებით, რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დიდ ბრიტანეთში გაცემულ სამედიცინო ცნობას, მისი ნამდვილობა გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მატტეუ როი დესმონდის და მისი ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო და ჯარიმის თანხის ოდენობაც მათ მიერვე იყო უწყებისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე შეთავაზებული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784104287

საზოგადოება

მაჭავარიანის განცხადებით, გერმანია AFD-ს აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას კი 9-წლიანი რეჟიმის მიერ დადასტურებული წამების ფაქტების შემდეგ ეკითხება, რატომ შეაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე, ოპოზ...

ლევან მაჭავარიანი

1784103674

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი: ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს, აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს

ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ - ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს, - წერს უჩა ინაძე „ფორმულას“ მ...

ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი

1784103138

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტა...

პროკურატურა

1784103075

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინა ომის მოგების შემდეგ ტრილიონებს მიიღებს აღდგენისთვის, ხოლო საქართველოს ამ თანხებთა...

აა

1784101649

ახალი ამბები

N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქში კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდ...

ავტობუსი