სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა“ (ინდივიდუალური მეწარმე მ.წ.; მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.N43) არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის (ინვენტარის და ზედაპირების არასათანადო რეცხვა) განმეორებითი დარღვევა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის განთავსების ფაქტი აღინიშნა. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა( დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია
5000 ლარს შეადგენს) და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორანს „ღელეღურდანი“ (მისამართი: ბათუმი ფ.ხალვაშის ქ.N45ა). ობიექტზე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია და ჰიგიენური ნომრების დარღვევა.
არალეგალური ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინეს შიდა ქართლის უფლებამოსილმა პირებმა. ინდივიდუალური მეწარმე ზ.ს (მისამართი :გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვახვრელი) და ფიზიკური პირი თ.ხ. (მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი , სოფელი ფერმა) საქმიანობას (ფრინველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით)
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
1793360996
საზოგადოებასაქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში კი 7,4%-ით გაიზარდა
საქართველოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 6%-ით გაიზარდა, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა კი 7.4%-ია. წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გა...
1793356457
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრ...
1793354255
საზოგადოებასაქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...
1793353351
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...
1793352618
საზოგადოებაირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს
„თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგე...

























