ქართველი ემიგრანტი რომის ავტოსახელოსნოდან - “მაინც მაქვს იმედი, რომ შეიცვლება ეს მდგომარეობა და მეც შევძლებ ჩემს მიწაზე დაბრუნებას“

უკვე, მეორე წელიწადია ემიგრაციაში ვარ და ბოლო რამდენიმე თვეა, მეც თქვენთან ერთად ვეცნობი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტულ ქართველებს. ზოგს სოციალურ ქსელში ვაწყდები, ზოგს ქუჩაში, ზოგსაც სხვადასხვა დაწესებულებებში და ა.შ. უმეტესობა ასე, შემთხვევით მხვდება ხოლმე:

ExclusiveTV-ს დღევანდელი რესპონდენტი, ლევან ემნაძე ნამდვილად უცნაურ გარემოში აღმოვაჩინე. ემიგრანტული ტემპისთვის შესაბამისად, მეც ვჩქარობდი სამსახურისკენ, როცა ტროტუარზე მიმავალს ქართული ჰანგები შემომესმა, გზის მეორე მხარეს პროფილაქტიკა, იგივე, ავტოსახელოსნო დავინახე, ეს ადგილი  ჩემს სამსახურთან ახლოსაა და რადგან, მაშინ დრო არ მქონდა მივსულიყავი, ვიფიქრე, რომ მოგვიანებით გავესაუბრებოდი. დღეს ისევ ჩავიარე იგივე ქუჩაზე და ვნახე, რომ დაკავებული არ იყო, ვჩქარობდი, თუმცა, მაინც მივედი იმერული ხალისით მიმიღო და რამდენიმე წუთიც დამითმო:

აღმოჩნდა, რომ 15 წლის წინ, ოჯახს ხელი ჩაჰკიდა და სამშობლოდან წამოვიდა. თავდაპირველად, სახლებში, სარემონტო სამუშოებზე ხელოსნად მუშაობდა, შემდეგ ის საქმე იპოვა, რომლითაც საქართველოში ყოფნისას არჩენდა ოჯახს და ახლა რომის ერთ-ერთი პროფილაქტიკის ხელოსანია.


- თავიდან, ტოსკანაში ჩამოვედი. ჯერ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ საზღვარგარეთ წამოსვლა, შემდეგ, როცა ნელ-ნელა დავლაგდით, შვილებიც წამოვიყვანეთ და უკვე 15 წელიწადია რომში ვართ. მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან წამოვედით, ერთხელ ვიყავით ჩასულები, დაახლოებით 7-8 წლის წინ.

- მანქანების ხელოსნად მუშაობა მას შემდეგ გადაწყვიტეთ, რაც ემიგრაციაში იმყოფებით, თუ სამშობლოშიც იგივე საქმით იყავით დაკავებული?

- საქართველოშიც მანქანების ხელოსნად ვმუშაობდი და უცხო ქვეყანაში არ გამჭირვებია სამსახურის დაწყება. თავიდან, სახლების სარემონტო სამუშაოებით ვიყავი დაკავებული, ჩემი პროფესიით მუშაობის შესაძლებლობაც მალევე გამოჩნდა, სახლის გვერდზე პროფილაქტიკა იყო და იქ დავიწყე მუშაობა ახლა რომის ამ უბანში, იტალიელების ავტო-სახელოსნოში ვმუშაობ.

- მართალია, უცხო ქვეყანაში საკუთარი საქმის აწყობა, არც ისეთი მარტივია, მაგრამ, როცა თითქმის, ორი ათეული წელიწადია ამ ქვეყანაში იმყოფებით, არ გიფიქრიათ, რომ თქვენი სახელოსნო გაგეკეთებინათ?


- მინდა, ჩემი ავტო-სახელოსნო მქონდეს, მაგრამ ვფიქრობ ვერ მოხერხდება, რადგან იტალიაში უნდა მქონდეს გავლილი შესაბამისი კურსები, რომ დიპლომიც ავიღო და შევძლო ჩემი პროფილაქტიკოს გახსნა. ეს, რომ მოვახერხო, ასეთ შემთხვევაში, მუშაობა უნდა შევწყვიტო. სამწუხაროდ, ამის დრო და შესაძლებლობა არ მაქვს, ამიტომ, მივყვები დინებას, მთავარია სამსახური მაქვს.

- 15 წელიწადზე მეტია ემიგრაციაში იმყოფებით, როგორ ხედავთ სამშობლოს შორიდან?


- იმდენად უსიამოვნო პროცესებია საქართველოში, ვუყურებ ამ ყველაფერს და მგონია, რომ, თუ სისტემა არ შეიცვალა, არაფერი ეშველება ჩვენს ხალხს. 30 წელიწადია სისტემა ვერ შეცვალეს და იმედი მაქვს, მოვა ვინმე ისეთი, ვინც ფეხზე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, თორემ, დაიცალა საქართველო, ვინღა დარჩა?!  ასე, თუ გაგრძელდა, დარჩებიან მხოლოდ მოხუცები, რომლებსაც პატრონად არ ეყოლებათ არავინ. ჩვენი ახალგაზრდების უმეტესობა, ჩვენი მომავალი თაობა, განათლებულები, სხვადასხვა რესურსის მქონე ადამიანები გაქცეულები არიან და სხვის ქვეყანაში პურის ფულისთვის ფიზიკურად მუშაობენ! საკუთარ ქვეყანაში განათლების მიღებასაც ვერ ახერხებს ზოგიერთი. უმეტესად, ვისაც ფული აქვს, განათლების მიღების შესაძლებლობაც მას აქვს. დააკვირდით და შეადარეთ: საქართველო, დღეს, საბჭოთა პერიოდში დაბრუნების გზაზე დგას, უფრო სწორად უკვე “დანიშნულების ადგილზეა”. დიახ, უკან მიექანება საქართველო, აბა, წინ რომ მიდიოდეს, მაშინ, აქ, რა მინდა?!


-  როგორც მივხვდი, სამშობლოში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ…

- ვაკვირდები საქართველოში არსებულ სიტუაციას და სურვილი არ მაქვს დავბრუნდე. იმედი, რომელიც ჩემს ქვეყანაში დაბრუნებას უკავშირდებოდა, იქ არსებულმა მოვლენებმა გამიცრუა და საბოლოოდ გამიქრო. ისეთი სისტემაა საქმეს ვერ აიწყობს ადამიანი. როცა იქ ვიყავი და ვმუშაობდი, მაშინ არ იყო არაფერი და ახლა მით უმეტეს. სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც მაქვს იმედი, რომ შეიცვლება ეს მდგომარეობა და მეც შევძლებ ჩემს მიწაზე დაბრუნებას.


მზეკო ჟვანია - იტალია/რომი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784090938

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ეუთოს ოფისის მისამართით გაგზავნილ კითხვებზე: პირდაპირ უნდა აღიარონ, რომ ამ ინსტიტუტების პოლიტიზება ხდება და იყენებენ დამატებითი წნეხის მექანიზმად, ამას არ იზამენ და თავს აარიდებენ კითხვაზე პასუხს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთოს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთოს საპარლამენტო...

ლევან მაჭავარიქანი

1784061982

მსოფლიო

ევროკავშირი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული მუქარა მიუღებელია

ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათ სასამართლო დატოვონ, რაც ჰააგაში დაფუძნებული ინსტიტუტის იზოლირებისკენ მიმართული აშშ-ის ძალისხმევის მკვეთრ ესკალაციას წარმ...

ევროკავშირი

1784060280

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტს ნებისმიერ ფასად დავიცავთ

ჰორმუზის სრუტე ირანის ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია და თეირანი მასზე საკუთარ სუვერენიტეტს ნებისმიერი ფასის გადახდის შემთხვევაში დაიცავს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ...

ჰორმუზის სრუტე

1784058126

მსოფლიო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო

სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს. კითხვაზე, თუ როგორია...

ტრამპი ტრამპი

1784054926

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ერაყის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ აშშ-ის ძალები ერაყს 30 სექტემბრამდე დატოვებენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ძალები ერაყს დატოვებენ, რადგან „ვფიქრობთ, რომ იქ ჯარი აღარ გვჭირდება“. „რაც გვაქვს, არის ის, რომ ნავთობკომპანიები უკვე შედიან (ერაყში) და ისინი ერ...

დონალდ ტრამპ