"საუბარს, მხოლოდ ტუჩის მოძრაობით ვიგებ" - ქართველი თვითნასწავლი მხატვარი საბერძნეთში

წარმოუდგენლად შეუძლებელია სმენის გარეშე უსმენდე მუსიკას, მხედველობის გარეშე აღიქვამდე სამყაროს, ყნოსვის გარეშე იგებდე გემოს და ა.შ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი რესპონდენტისთვის, არც სმენით და არც მეტყველებით "პრობლემას", ცხოვრების, არც ერთ ეტაპზე დაბრკოლება არ შეუქმნია: ისწავლა სკოლაში, დაამთავრა უნივერსიტეტი - დიზაინის განხრით, შექმნა ოჯახი და დღეს უკვე, 3 წლის გოგონას დედაა.

დამოუკიდებლად მოუწია სამყაროსთვის ფეხი აეწყო და ქაოსურ ყოველდღიურობაში საკუთარი თავი ეპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, საკმაოდ საინტერესო ნახატების ავტორია, მთელი ცხოვრება წინ აქვს და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ბარიერის გადალახვა მოუწევს, თუმცა, ყველაზე დიდი ბარიერი, უკვე გადალახა. ფაქტია, რომ ძალიან მოინდომა სმენას მისთვის დაბრკოლება არ შეექმნა და შემოქმედებითი ცხოვრებით, საზოგადოებაში  თავის დამკვიდრებაც მოახერხა.

წარმოშობით ქუთაისიდანაა, ამჟამად კი, ემიგრანტია და ოჯახთან ერთად, საბერძნეთში ცხოვრობს. ExclusiveTV დაინტერესდა, როგორ შეძლო, მაგდა ფონიამ, დამოუკიდებლად ესწავლა ხატვა, როგორ ახერხებს შემოქმედებითი და პირადი ცხოვრების ერთმანეთისთვის შერწყმას და როგორია მისი ყოველდღიურობა ემიგრაციაში?! რუბრიკის "წეროები მიფრინავენ" დღევანდელი სტუმარი, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობები, ნამდვილად, არ არსებობს:

- ორი წლისაც არ ვიყავი, როცა ჩირქოვანი მენინგიტის დიაგნოზი დამისვეს. სიმპტომების აღმოჩენიდან, მალევე, წამიყვანეს კლინიკაში. კარგი ექიმების წყალობით, მენინგიტს არანაირი დეფექტი არ დაუტოვებია, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, ერთ-ერთმა ექიმმა შეცდომით გენტამიცინი გამიკეთა და სმენა საგრძნობლად დამიქვეითდა. ერთ ყურში საერთოდ არ მესმის, მეორე ყურში მეოთხე ხარისხის დაქვეითება მაქვს, სმენის აპარატით კი, მხოლოდ ხმაურს აღვიქვამ. იმ ასაკში რა სიტყვებიც ვიცოდი, ყველა დამვიწყებია და ვეღარ ვმეტყველებდი. სმენის დაქვეითების გამო, თურმე, ძალიან ჯიუტი გავხდი. სულ ვტიროდი, არ ვიძინებდი. თავიდან, დედამ შეამჩნია, რომ ხმაურზე რეაქცია არ მქონდა, მაგრამ ვერ იჯერებდა, რომ უკვე აღარ მესმოდა. გადაწყვიტეს, გამოეკვლიათ სმენა და ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა დამიდგინდა. საუბარს, მხოლოდ ტუჩის მოძრაობით ვიგებ.

- როდის დაიწყეთ ხატვა?

- ხუთი წლის ვიყავი, როცა ოჯახის წევრებმა, ჩემს მიერ გაკეთებულ ლამაზ მონახაზებზე ყურადღება გაამახვილეს. სკოლაშიც, ხელოვნების მასწავლებელმა შეამჩნია, რომ კარგად ვხატავდი. შემდეგ უკვე, როცა ნახატები დამიგროვდა, პერსონალური გამოფენაც მქონდა - სხვადასხვა თემებზე.

- რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

- მუზა იშვიათად მოუვა ადამიანს. როცა მოდის, განსხვავებულად ხატავ, რაღაცნაირად უცბად რომ გეწვევა, აუცილებლად უნდა დახატო, თან,  მაშინვე. უნდა ხატო უსასრულოდ, სანამ მუზა არ დამთავრდება. 

- ძირითადად თვალდახუჭულ, ან თვალახვეულ პორტრეტებს ხატავ, რატომ?

- ცოტა რთულია ამის გადმოცემა. ზოგჯერ, ისე ვხატავ, როგორც ვგრძნობ და ვხედავ ადამიანებს, გააჩნია ამას ვინ როგორ შეხედავს, ან როგორ ჩასწვდება ასეთ ნახატებს.

- სად არის შესაძლებელი თქვენი ნახატების შეძენა?

- სოციალურ ქსელში შემოქმედებითი გვერდი მაქვს, ძირითადად, ასე ვიღებდი შეკვეთებს. ცოტა ხანი ვმუშაობდი ამაზე, ახლა შევწყვიტე რაღაც მიზეზების გამო, თუმცა, როცა საქართველოში დავბრუნდები, ვგეგმავ, რომ შეკვეთებზე მუშაობა ისევ გავაგრძელო.

- როგორია ცხოვრება სმენის გარეშე?

- სმენის გარეშე ცხოვრება რა თქმა უნდა მოსაწყენია. როცა გიწევს, სმენის აპარატის საშუალებით აღიქვა სხვადასხვა ხმები. ასეთ დროს, ყველა ხმა ერთი და იგივეა, ვერაფერს ვარჩევ ხოლმე, ეს, რა თქმა უნდა მოსაწყენია, თუმცა, ამავდროულად, საინტერესოც, რადგან შინაგანი (ჩუმი) სმენა მაქვს, სულ სხვანაირი სმენა, რაღაცნაირად აღუწერელი.

- რა განცდა დაგეუფლათ, როცა პირველად შეუერთდი სმენით სამყაროს?

- როცა პირველად გავიაზრე ეს ყველაფერი, ყველას ვაკვირდებოდი, (ჩემსავით) არავის ეკეთა სმენის აპარატი. შემდეგ, დედას ვკითხე: რატომ მეკეთა მე და რისთვის მჭირდებოდა? მეგონა, ყველა ჩემნაირი იყო. მახსოვს, როგორ უჭირდა ახსნა, ძალიან განიცდიდა. როცა ამიხსნა და მიზეზი მითხრა, თითქოს, გულში რაღაც ჩამწყდა, მაგრამ მალე გამოვედი მდგომარეობიდან და მივეჩვიე. თავიდან, ხალხი მაღიზიანებდა და "ჩავიკეტე", გარეთ გასვლაც არ მინდოდა. თუმცა, ერთ დღეს თავი დავაღწიე ამ მდგომარეობას, "ასე, როდემდე უნდა ვიყო"-მეთქი, ან სადამდე უნდა გაგრძელებულიყო?! მას შემდეგ, ხმას ვიღებ და ვცდილობ, ყველამ გაიგოს, იცოდნენ ვინ ვართ ჩვენ - სმენადაქვეითებულები.

- ყველასთვის ნათელი მაგალითი ხართ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. თქვენთვის რას ნიშნავს ეს?

- შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! ამას ხმამაღლა ვიტყვი და სულ გავიმეორებ. მსიამოვნებს, რომ სტიმულს ვაძლევ ყველა შშმ პირს, რადგანაც მე თვითონ, არც ერთ გარემოში და ვითარებაში არ ვგრძნობ თავს შეზღუდულად. შემიძლია კომუნიკაცია საზოგადოებასთან. არ ყოფილა ისეთი რამ, რომ არ შევჭიდებოდი და ახლა უკვე ამაყად ვგრძნობ თავს. კიდევ, მინდა რამე ახალ სპეციალობას დავეუფლო, მაგრამ ეს, ცოტა მერე, როცა ჩემი შვილი წამოიზრდება.

- როგორც ვიცი, დედას დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს პიროვნებად ჩამოყალიბებაში...

- ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. მყავს დედ-მამა, უფროსი და, მეუღლე და შვილი. ოჯახივით ძვირფასია ჩემი ლოგოპედი, მანანა მასწავლებელი. ასევე, მყავს დედამთილ-მამამთილი და მულები თავისი ოჯახებით. ისინიც ძალიან კარგები არიან. დედაჩემი ასტრონომიის, ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი იყო, ჩემს გამო დაუფიქრებლად მიატოვა თავისი საყვარელი სამსახური და მთელი ცხოვრება მე  მომიძღვნა... მამაჩემი ელექტროინჟინერია. რაც შეეხება მანანა მასწავლებელს, მის ამაგს მარტო მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახი და ნათესაობა ვერ დავივიწყებთ. თავდაუზოგავად მამეცადინებდა, მან მეორე სიცოცხლე მაჩუქა.

- როგორ გაიცანი მეუღლე?

- მეუღლე სკოლაში გავიცანი, როცა 8 წლის ვიყავი, გიორგი კი 12-ის, მას შემდეგ ვმეგობრობდით, შემდეგ შეგვიყვარდა ერთმანეთი, 4 წელი ვიყავით შეყვარებულები, მეოთხე წელია დავქორწინდით და გვყავს 3 წლის ნენე.

- როგორი გოგოა ნენე?

- ნენე სასწაულია, არ ვიცი როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე, სულის ნაწილია. ძალიან უყვარს წიგნები, ერთად ვსწავლობთ და ვიზრდებით, ნენე მასწავლის თავის პაწაწინა, ფერად სამყაროს, მეც ვუერთდები მას და ამ უცხო მიწაზე, ვცდილობ, რომ ყველაფერი ქართული ვასწავლო. სასწაულია შვილის ყოლა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ხატვა და როგორ ერწყმის ყოველდღიურობას თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

- ჩემთვის, ხატვა ყველაფრისგან განტვირთვაა, სულიერი სიმშვიდე. ისე, რომ სიღრმეებში ვაღწევ და გარშემო ყველაფერი მავიწყდება, სულ სხვა, მეორე სამყაროში ვარ ჩაძირული. ხატვა საოცრებაა, რადგან მთელი გულის ჩადება შემიძლია ჩემს შემოქმედებაში. მგონია, რომ როგორიცაა ადამიანის შინაგანი სამყარო, ამის გადმოცემა, ყველაზე ნათლად, ხატვითაა შესაძლებელი, თუმცა, გააჩნია ვის, როგორი ხედვა აქვს.

- როგორ მიიღეთ ემიგრაციაში წამოსვლის გადაწყვეტილება?

- როცა მე და გიორგი დავქორწინდით, ჩემი მეუღლის მშობლები ემიგრაციაში იყვნენ და საერთო გადაწყვეტილებით, ჩვენც საბერძნეთში წამოვედით.

- როგორია ემიგრანტობა?

- ქედს ვიხრი ემიგრანტების წინაშე, ვაფასებ მათ, ძალიან ბევრს შრომობენ. ემიგრანტობა, რა თქმა უნდა, რთულია - საყვარელი ადამიანებისგან შორს გვიწევს ყოფნა, მაგრამ, როგორც სხვებს, ისე, ჯერ ბოლომდე არ შემიგრძვნია ემიგრანტობა, რადგანაც ნენეს ვუვლიდი, მთლიანად შვილზე მაქვს ყურადღება გადატანილი. ჩემი მეუღლე, დედამთილი და მამამთილი მუშაობენ. სხვათა შორის, ახლახან ბერძნული ენის შესასწავლად, სკოლაში დავიწყე სიარული...

- შშმ პირებს საქართველოში უჭირთ ხოლმე დასაქმება, ევროპაში, კერძოდ, საბერძნეთში რა ხდება ამ მხრივ?

- საბერძნეთში, საბუთის გარეშე, სამსახურის დაწყება ცოტა რთულია. აქ, ბევრი საუბრობს ჟესტების ენით და აპარატიც ბევრს აქვს, ამიტომაც, ხალხს ამაზე აღარ აქვს რეაქცია, ბევრი ასეთი ადამიანი დავინახე დასაქმებული. ჯერ მუშაობა არ დამიწყია. ამ ეტაპზე, აუცილებელია ენა ვიცოდე, რადგან ჟესტების ენა არ ვიცი, ამიტომ, ბერძნულ ენას ვსწავლობ, რომ მუშაობა დავიწყო.

- სამშობლოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ?

- ჯერ, არ ვაპირებთ საქართველოში დაბრუნებას.

 

მზეკო ჟვანია - იტალია/რომი

 

რუბრიკის, "წეროები მიფრინავენ" სპონსორია კვება მამუკასთან ერთად

სწორი კვება - გზა ჯანმრთელობისკენ!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770230437

მსოფლიო

მარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...

მარკო რუბიო

1770228410

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...

მაკა ბოჭორიშვილი

1770227247

ახალი ამბები

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....

ვახტანგ თოფურია

1770226159

ახალი ამბები

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა

დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...

ევროკავშირი

1770224443

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!

სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...

გიორგი ჩაკვეტაძე