Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპმა გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ დიდი ტბების ხუთეულში ყველაზე პატარა ტბას სახელწოდებას უცვლიდა. გადაწყვეტილება კანადასთან მზარდი სავაჭრო დაპირისპირების ფონზე მიიღო, რის შედეგადაც ორივე ქვეყანამ ერთმანეთს მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელზე საპასუხო ტარიფები დაუწესა.

როგორც Reuters-ი იუწყება, პრეზიდენტის განკარგულება ეხება აშშ-ის გეოგრაფიული სახელების საინფორმაციო სისტემას (GNIS), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ რუკებზე გამოყენებული სახელწოდებების სტანდარტებს განსაზღვრავს. განკარგულება გავლენას არ ახდენს კანადაში მოქმედ სახელწოდებაზე და არც იმაზე, თუ რა სახელით მოიხსენიებს ტბას მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი.

„Google Maps-ს ვაახლებთ ოფიციალურ სამთავრობო წყაროებში სახელწოდებების ცვლილებების შესაბამისად. აშშ-სთვის ასეთ წყაროს GNIS წარმოადგენს. შესაბამისად, აშშ-ში Maps-ის მომხმარებლები დაინახავენ სახელწოდებას „ამერიკის ტბა“, კანადაში კვლავ „ონტარიოს ტბა“ იქნება ნაჩვენები, ხოლო აშშ-სა და კანადის ფარგლებს გარეთ მომხმარებლები ორივე სახელწოდებას იხილავენ“, - განაცხადა Google-მა შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Google Maps-მა მსგავსი ცვლილება გასულ წელს მექსიკის ყურის შემთხვევაშიც განახორციელა. ტრამპის მიერ პრეზიდენტობის პირველივე დღეს გამოცემული აღმასრულებელი განკარგულების შემდეგ, პლატფორმამ ყურეს „ამერიკის ყურე“ (Gulf of America) უწოდა, წერს Reuters-ი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788250537

საზოგადოება

თორნიკე ფაღავა: ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიურო...

თორნიკე ფაღავა

1788249589

საზოგადოება

ლიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირალობებს კადრულობს, „ნაცსაც“ რომ გაუკვირდება

შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძალიან საყვარლობით ცდი...

ლიზა გეგეჭკორი

1788248973

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. „იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს „შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შ...

ცხოველთა არალეგალური სასაკლაო

1788248047

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია შალვა ნათელაშვილზე: ეს ნაძირალა, ბიძინა ივანიშვილს რა ნამუსით ახსენებს? გარეწარი, რომელიც სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვდა, მერე მიშას დაქირავებული გოშია იყო - მიმიქარიხართ ყველა, ვინც ამ საქონელს, ამ სიბილწეებს უტარებთ!

„აი ეს ნაძირალა, ბიძინას რა ნამუსით ახსენებს? აი ეს გარეწარი, რომელიც სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვდა, მერე მიშას დაქირავებული გოშია იყო, კუდმა ოპერატიული ხარჯით, გულის ოპერაცია გაუკეთა და ახლაც ბოლ...

გიორგი გამსახურდია შალვა ნათელაშვილზე

1788247659

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში - უნგრეთიც ამის წინაშე დგას

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. შარმანაშვილის თქმით, დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტრ...

თენგიზ შარმანაშვილი