მიანმარში ხუნტის მეთაური პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს

მიანმარის პარლამენტის ქვედა პალატამ სამხედრო ხუნტის მეთაური, მინ აუნ ხლაინი სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაასახელა. ამ სამი კანდიდატიდან მიანმარის შემდეგი პრეზიდენტი იქნება არჩეული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

პრეზიდენტად არჩევისთვის 69 წლის მინ აუნ ხლაინმა უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა დატოვა, რომელსაც 2011 წლიდან იკავებდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ხუნტა მიანმარის ხელისუფლებაში ყოფნას კვლავ აპირებს და ამისთვის „ლეგიტიმურობის ფასადს“ ქმნის.

ამასთანავე, ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მინ აუნ ხლაინი უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობის დატოვებით თავის ძალაუფლებას რისკის ქვეშ აყენებს. მან ამ თანამდებობაზე თავისი მომხრე, იე ვინ ოო დანიშნა, მაგრამ მაღალი რანგის ოფიცერთა ნაწილი მიანმარის ხელისუფლების მოქმედებით უკმაყოფილოა. მათგან საფრთხის გასანეიტრალებლად მინ აუნ ხლაინმა საკონსულტაციო საბჭო შექმნა, რომელიც მას სამხედრო სფეროზე კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება 2021 წლის თებერვალში მოხდა. სამხედრო ხუნტამ პრეზიდენტი ვინ მინი და სახელმწიფო მრჩეველი აუნ სან სუ ჩჟი დააპატიმრა. ამის შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775027791

ახალი ამბები

ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია, ისევ შს სამინისტროში ვარ დასაქმებული

ლაშა ჯოხაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს, ტყუილს უწოდებს. „ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგე...

ლაშა ჯოხაძე

1775025468

მსოფლიო

რომის პაპი: ლიდერებს მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში

რომის პაპი ლეო XIV იმედოვნებს, რომ აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ აღდგომამდე დასრულდება. რომის პაპმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, დიალოგს დაუბრუნდნენ და ძალადობის შემცირების გზები ეძებონ. „მათ მოვუწ...

რომის პაპჯ

1775024304

მსოფლიო

ნიკოპოლში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლზე დრონებით იერიში მიიტანეს. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარ...

 სამი ადამიანი დაშავდა

1775023560

მსოფლიო

მარკო რუბიო: ირანთან ომის შემდეგ აშშ-ს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს. „საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გა...

 მარკო რუბიო

1775023330

ახალი ამბები

„ფიზიკურად იძალადეს და 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს“ - დაკავებულია დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დ...

დაკავებადაკავება