26 მაისის ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, შეფერხებულია მოძრაობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - მერია განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ფერხდება გადაადგილება გმირთა მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის შესახვევში, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებზე. ასევე, დატვირთულია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები.

გადაადგილების შეზღუდვა ეხება, როგორც პირად ავტომობილებს, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

„მოსახლეობას მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და კერძო ავტომობილებით გადაადგილებისას ისარგებლონ ალტერნატიული გზებით.

აქვე შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, 20:00 საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, გია ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთი. ამ დროს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და ჭანტურიას ქუჩამდე.

24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე, ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს.

რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დღის განმავლობაში, გადაადგილება აიკრძალება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ასევე, ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე.

ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748018751

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: 26 მაისი გამაერთიანებელი დღეა, ყველამ უნდა იზეიმოს და ახსოვდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რთული პერიოდის შემდეგ ფეხზე დადგა, გამოწვევებისას სტაბილურობა შეინარჩუნა

 26 მაისი გამაერთიანებელი დღეა, ყველამ უნდა იზეიმოს, კარგ განწყობაზე იყოს და ახსოვდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ ფეხზე დადგა, ვითარდება და მძიმე გამოწვევებისას...

გია ვოლსკი

1748017104

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: იმ ფონზე, რომ რადიკალები 26 მაისს ძალადობას აანონსებენ, სალომე ზურაბიშვილის აშშ-ის საელჩოში მისვლა და კონსულტაციები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან გასაკვირია

 „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფებოდა, მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, იმ ფონზე, რ...

გურამ მაჭარაშვილი

1748011602

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: გახარია როდესაც აცხადებს პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა

„გახარია როდესაც აცხადებს ჩვენ პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გიორგი გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა გააკეთეს, ანუ სია ცენტრალურ...

დავით მათიკაშვილი

1748010056

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი 26 მაისზე: ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან

„ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან“, - განაცხადა პარლამ...

დავით მათიკაშვილი

1748008247

ახალი ამბები

თემურ ქეცბაია: ველოდებით, რომ ფინალს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვებული ქართველი გვეყოლება

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარა...

მწვრთნელი თემურ ქეცბაია