ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან.

პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე განაწილებული გამოსაცდელები რეგისტრაციისათვის საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად უნდა გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ისინი გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.

გამოსაცდელებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურება.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. თბილისში მეტროსადგურებიდან საგამოცდო ცენტრამდე გამოსაცდელებს ყოველ საგამოცდო დღეს დამატებითი ტრანსპორტი ემსახურება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751546469

ახალი ამბები

იტალიაში ძლიერი სიცხის გამო 5 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ერთ კვირაზე მეტია ძლიერი სიცხეებია, კერძოდ, იტალიის კუნძულ სარდინიაზე ბოლო დღეებში ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა. მედიის ცნობით, ძლიერმა სიცხემ, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ი...

იტალიაში ძლიერი სიცხის გამო 5 ადამიანი დაიღუპა

1751545694

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ...

საქართველოს პრეზიდენტი

1751543418

ახალი ამბები

კახა კალაძე: მინდა, აბიტურიენტებს ვუსურვო წარმატება და დასახული მიზნის მიღწევა, ეს სწორედ ის თაობაა, რომელმაც საქართველოს შენებაში მნიშვნელოვანი აგური უნდა დადოს

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აბიტურიენტების მომავალი...

კახა კალაძე

1751542528

ახალი ამბები

გია ვოლსკი: რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოიტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ოპოზიციის მიზანი და გეგმაა რევოლუცია, სხვა არაფერი

„რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოიტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ადამიანებზე ზეწოლა იყო, წერტილმა გამოჟონა და ა.შ. ეს სერიოზული დაფიქრების საფუძველია, ხომ არ არის მთავარი მიზანი ის, რომ...

გია ვოლსკი

1751538566

ახალი ამბები

მაია ბითაძე: დეზინფორმაცია, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთოს რეგიონში, ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემას

დეზინფორმაცია და საგარეო მანიპულაციები, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთოს რეგიონში. ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის პა...

მაია ბითაძე