გაბი კამაევი: ადამიანთა ჯგუფი 10-15 კაცი, რომელიც 1 წლის განმავლობაში არა თუ ვიწრო ქუჩას, არამედ გამზირებს კეტავდა და მოქალაქეებს უქმნიდა დისკომფორტს, დღეს საუბრობენ იმაზე, რომ თურმე გუშინ აქ 1 საათით ფიზიკურად გავლა შეუძლებელი იყო
„მავნებლები რისი მავნებლები არიან – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ მოდი ამით რაღაცა მიზანმიმართულად საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ვთქვათ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ბერას ჩამოსვლის გამო იქნა გადაკეტილი და რა გამოუვიდათ კი ხედავთ თქვენც. მატყუარები არიან და ცდილობენ ამ ადამიანს რაღაცნაირად ზიანი მიაყენონ, სცადონ მისი გაშავება ყოვლად ამაზრზენი მეთოდებით“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გაბი კამაევი და ვიდეო მიმართვას აქვეყნებს სოციალურ ქსელში, „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
გაბი კამაევის განცხადებით, აღნიშნული ქუჩა საკმაოდ ვიწროა და ყოველ კვირას მსგავსი მდგომარეობაა, ამის შესახებ კი ბათუმის ყველა მცხოვრებმა იცის.
„მოგესალმებით, მეგობრებო. რადგანაც ვიმყოფები ამ ადგილას, მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ სიგიჟეს და სანამ გამოვეხმაურები, სიტუაციაში გაგარკვევთ. ეს არის ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, სადაც ყოველ შაბათ-კვირას იმართება ჯვრისწერის ცერემონია. მინდა გაჩვენოთ ასევე, რომ აქ დგას პატრული, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის წესებს. დღეს არის კვირა და ვეხმაურები გუშინდელ სიგიჟეს. მოკლედ, მეგობრებო, გუშინ ბათუმში ჯვრისწერის ცერემონიას ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ესწრებოდა ბერა და სიუჟეტებიდან გავიგე საოცარი ინფორმაცია, რომ თურმე მის გამო საგანგებოდ 1 საათით იქნა ჩაკეტილი ქუჩა, რომელსაც ახლა გიჩვენებთ, რომელიც პრაქტიკულად ყოველ შაბათ-კვირას ასე იკეტება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიწროა ფიზიკურად ქუჩა. როდესაც იკეტება, საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს მოძრაობის წესების დაცვას. აი საუბარია, მეგობრებო, აი ამ ვიწრო ქუჩაზე, სადაც ფიზიკურად გავლა შეუძლებელი არის ხოლმე და ერთი საათით ან ორმოცი წუთით მოძრაობა იკეტება. ახლაც ასეა, ახლაც გადაკეტილია და ასეთი მოცემულობაა“, - აცხადებს კამაევი.
კამაევის განცხადებით, „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სწორედ იმ ხალხმა აიტაცა, რომლებიც 1 წლის განმავლობაში არა თუ ვიწრო ქუჩას, არამედ გამზირებს კეტავს და საზოგადოებას დისკომფორტს უქმნის.
„მავნებლები რისი მავნებლები არიან – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ მოდი ამით რაღაცა მიზანმიმართულად საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ვთქვათ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ბერას ჩამოსვლის გამო იქნა გადაკეტილი და რა გამოუვიდათ კი ხედავთ თქვენც. მატყუარები არიან და ცდილობენ ამ ადამიანს რაღაცნაირად ზიანი მიაყენონ, სცადონ მისი გაშავება ყოვლად ამაზრზენი მეთოდებით. ყველამ იცის ამ ქალაქში, რომ პრაქტიკულად ყოველ შაბათ-კვირას მსგავსი რამ ხდება ამ ქუჩაზე, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქუჩა არის ვიწრო ფიზიკურად და როდესაც ჯვრისწერის ცერემონია იმართება და როდესაც ავტომობილების კოლონაა შემოსული, ფიზიკურადაც სხვა მანქანა ვეღარ გაივლის. ხო, კიდევ ერთი საოცრება: ადამიანთა ჯგუფი, რომელიც – 10-15 კაცი, პრაქტიკულად 1 წლის განმავლობაში არა თუ უბრალოდ ვიწრო ქუჩას, არამედ გამზირებს კეტავდა მათი აკვიატების გამო და მოქალაქეებს უქმნიდა დისკომფორტს, დღეს ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ თურმე გუშინ აქ 1 საათით ფიზიკურად გავლა შეუძლებელი იყო და ბერამ მოქალაქეებს რაღაცა დისკომფორტი შეუქმნა. ასეთია მათი ხელწერა“, - აცხადებს გაბი კამაევი.
1784488108
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ შევთანხმდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ საქართველოში, შეხვდებოდნენ ყველას და შეეცდებოდნენ, რომ ოპოზიცია დაეყოლიებინათ პარლამენტში შემოსვლაზე, თუმცა...
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გადაცემაში „იმედის კვირა“ იხსენებს, რომ ზეწოლის და იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ ჩაასწორებინეს ეუთოს, დასკვნა მაინ...
1784486285
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავალში
ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავლში, - განუცხადა “იმედის კვირას” საგარეო ურთიერთობათა...
1784482879
ახალი ამბებისოფ.ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გ...
1784480774
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...
1784479833
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: ბათუმში რამდენი ჩავსულვარ, საკათედროსთან სულ საცობია, გასაგები მიზეზების გამო, „ნაცებმა“ და მათმა, „ტანკაცუნკა ნოდარას“ ჩინურმა ვარიანტმა, ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ
გიორგი გამსახურდია „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი და წერს, „ივანიშვილების ოჯახს რომ...































