გურამ მაჭარაშვილი: ორი დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ USAID-ს თაღლითი ორგანიზაცია უწოდა და დახურა. ეს არის პასუხი მათ პრეტენზიებზე, ვისაც NGO-ების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით აქვს რაიმე პრეტენზიები

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათთვის, ვისაც NGO-ების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით აქვს რაიმე ტიპის პრეტენზიები, მარტივი პასუხი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაა, სადაც USAID-ს თაღლითი ორგანიზაცია უწოდა.
„ორი დღის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ USAID-ს თაღლითი ორგანიზაცია უწოდა და დახურა. ეს არის ძალიან მარტივი პასუხი მათ პრეტენზიებზე, ვისაც NGO-ების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით აქვს რაიმე ტიპის პრეტენზიები. თავად ამერიკაში, ამერიკის პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი თაღლითებს უწოდებს USAID-ს და ოფიციალურად ხურავს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე დადებული ყადაღის გაუქმებას ხელისუფლებას ამჯერად, „არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი“ (ENEMO)მოუწოდებს. ამ ქსელის წევრი ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებია“, რომლის ანგარიში კიდევ 6 ორგანიზაციასთან ერთად, პროკურატურის მტკიცებით იმ მიზეზით დაყადაღდა, რომ არსებობს ეჭვი საბოტაჟის მცდელობის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედებაში მონაწილეობის.
1756902045
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის გამოკლებული წევრის, მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის, თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას მხარი დაუჭირა. თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევის დადგენილები...
1756901040
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გახდა
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე ირაკლი კირცხალიამ შეცვალა. კირცხალია იქნება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამე...
1756899603
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეს არის ის მდიდარი ენჯეოები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ ეწევიან იმ საქმიანობას, რაც არის გაწერილი მათი წესდებით და თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები რადიკალურ პროცესებში
„ეს არის ის მდიდარი ენჯეოები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ ეწევიან იმ საქმიანობას, რაც არის გაწერილი მათი წესდებით და თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები რადიკალურ პროცესებში“, - განაცხადა ფრაქცია...
1756898206
ახალი ამბებიკახა კალაძე: რა თქმა უნდა, ექნებათ მცდელობა, რომ როგორმე გაამწვავონ სიტუაცია, თუმცა შესაბამისი სამსახურები ამის შესაძლებლობას არავის მისცემენ
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ეს ყველაფერი იმართება გარედან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი...
1756896836
საზოგადოებაცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალან...