ირაკლი კირცხალია გახარიასა და ხაზარაძის გაერთიანებაზე: მოვუწოდებ მათივე პატრონებს, ნუ იღლიან თავს ამ დივერსიფიცირებით და სხვადასხვა სცენარებით ჩვენი საზოგადოების მოტყუებით, ჩვენი საზოგადოება არ მოტყუვდება

„ეს ყველაფერი ხომ იმ დიდი სცენარის ნაწილია, რომელიც აქ ჩამოდის და შემდეგ დიპლომატიური კორპუსიდან, აქ ადგილზე მოქმედი თუ მათი ვიზიტებიდან მოდის დავალებები სხვადასხვა ფანჩატურში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გახარიასა და ხაზარაძის პარტიების მიერ არჩევნებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, კარგია.
„ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური, დროებითი ფანჩატურები, გაერთიანებები და ა.შ. შევხედოთ, ჩემი პირადი აზრია, რომ რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მოვუწოდებ მათივე პატრონებს, რომ ნუ წვალობენ, ნუ იღლიან თავს ამ დივერსიფიცირებით და სხვადასხვა სცენარებით ჩვენი საზოგადოების მოტყუებით თავს. ჩვენი საზოგადოება არ მოტყუვდება.
რა დაკვეთა და დამოკიდებულება აქვს ჩვენს საზოგადოებას ქვეყანაში და რა დამოკიდებულება აქვს აგენტურულ ქსელთან და ასეთ უხეშ ჩარევასთან გარე ძალების მხრიდან, ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იქნება 4 ოქტომბერს არჩევნებზე რა პასუხსაც მიიღებს დაყოფილ-შეკოწიწებული და გადაღებილ-გადაბრენდილი „ნაცმოძრაობა“, - აღნიშნავს კირცხალია.
1752505505
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა. კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს სამომავლო...
1752503618
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვ...
1752501729
ახალი ამბებილალი მოროშკინა: საგამოძიებო კომისიას მოვუყევი, როგორ დამატუსაღეს, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, შუქის გარეშე
კომისიას მოვუყევი, როგორ დამატუსაღეს. ახლა, რომ არიან წამოგორებულები და ოთხჯერადი კვება აქვთ, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, შუქის გარეშე, კვება აქვთ, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, - განაცხადა ლალი მ...
1752500076
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7149 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7160 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1752498001
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამუშაო ვიზიტის შესახებ ისაუბრა. „დღეს, სამეგრელოში შევხვდით მეფუტკრე ფერმერებს. მუხურში მეფუტკრეობის სანაშენე ბა...