კახა კალაძე: ძალიან ვუფრთხილდები იმ პატივისცემასა და სიყვარულს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ჩემს მიმართ აქვთ, რადგან მათ წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული

„ძალიან საინტერესო და ქალაქზე ორიენტირებული პროექტები გვაქვს, რომლებსაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში ათასობით მოქალაქეს ხვდება, რომელთაგანაც მხარდაჭერასა და პატივისცემას გრძნობს.
„წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას და ხედავთ, როგორია იმ რიგითი მოქალაქეების განწყობა, ვისაც მშვიდობის შენარჩუნება უნდა, ვისაც ქალაქის განვითარება უხარია, ვისაც უხარია ქვეყნის აღმშენებლობა.
როგორ არ უნდა გინდოდეს და გიხაროდეს, რომ შენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს?! მადლობელი ვარ თითოეული თბილისელის. ყოველდღე ათასობით ადამიანს ვხვდები და შემთხვევითი არ არის, თუნდაც ის მხარდაჭერა, რომელიც პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს და ასევე, რომელიც ჩემი მისამართით არის.
ძალიან მახარებს ეს დამოკიდებულება, ეს პატივისცემა და სიყვარული, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს. ამას ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ, რადგან ჩემი თანამოქალაქეების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. შესაბამისად, ძალიან საინტერესო და ქალაქზე ორიენტირებული პროექტები გვაქვს, რომლებსაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ.
ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს ვესაუბრებით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე. ოპოზიციის წარმომადგენლები კი კეტავენ ქუჩებს, აგინებენ და ლანძღავენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1757692009
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „ვულოცავ საქართველოს ყველა ეკონომისტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს პრაქტიკულ თუ სამეცნიე...
1757689070
საზოგადოებანათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მ...
1757688355
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციის „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონფ...
1757687990
მსოფლიოჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია
ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია. იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა დაადასტურა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული, ტ...
1757687646
საზოგადოებაგურამ ნიკოლაშვილი: თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ
„ქართული ოცნების“ საკრებულოს პროპორციული სიის წევრი, ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანელი მწერლის, „ჰარი პოტერის“ ავტორის, ჯოან როულინგის X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს აზიარებს, სადაც როულინგი, მათ შო...