მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს ყველა ეკონომისტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს პრაქტიკულ თუ სამეცნიერო საქმიანობაში.
ამ დღეს საქართველოში 1999 წლიდან, სექტემბრის თვის ყოველ მეორე პარასკევს, აღვნიშნავთ და ამით ერთგვარად პატივს მივაგებთ ჩვენი დიდი წინაპრების ღვაწლს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში. 1918 წელს, როდესაც ჩვენი ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, გამოიცა პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის“ პირველი ნომერი.
დღეს საქართველო გამოირჩევა მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრებით, თბილისსა და სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებში წარმატებით ფუნქციონირებს სამეცნიერო ეკონომიკური კათედრები და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო ეკონომიკური პროგრამები. ამასთან, სახელმწიფო და საერთაშორისო სტიპენდიით მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობენ ეკონომიკურ დისციპლინებს ქართველი სტუდენტები.
ჩემთვის, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის, ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ვხელმძღვანელობ უწყებას, რომელსაც, კანონის შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვებისა და მიზნების შემუშავება და განხორციელება ევალება და რომელიც ფარავს ეკონომიკური განვითარების მიმართულებების ფართო სპექტრს.
ჩვენს სამინისტროში, ისევე როგორც მთლიანად საჯარო სექტორში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის ეკონომისტები, ასევე მინდა გამოვყო ბიზნესსა და სამეცნიერო საზოგადოებაში დასაქმებული ეკონომისტები, რომლებსაც თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
დღეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს ეკონომისტებს ნამდვილად ბევრი სამუშაო გვაქვს სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განვითარების, ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვისა თუ სავაჭრო ინტეგრაციის ზრდის მიმართულებით, რაც, ასევე, წარმოადგენს პატივსა და შესაძლებლობას ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის საერთო საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“, - ნათქვამია მილოცვაში.
1757694265
ახალი ამბები„სკოლის ანგარიშიდან 2 161 806 52 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო“ - დაკავებულია სკოლის ბუღალტერი
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს...
1757689070
საზოგადოებანათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მ...
1757688355
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციის „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონფ...
1757687990
მსოფლიოჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია
ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია. იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა დაადასტურა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული, ტ...
1757687646
საზოგადოებაგურამ ნიკოლაშვილი: თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ
„ქართული ოცნების“ საკრებულოს პროპორციული სიის წევრი, ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანელი მწერლის, „ჰარი პოტერის“ ავტორის, ჯოან როულინგის X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს აზიარებს, სადაც როულინგი, მათ შო...