ნათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეკონომისტის პროფესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლისთვის, ამ პროფესიის წარმომადგენელთა წვლილი კი ეკონომიკური უსაფრთხოების, ძლიერებისა და განვითარებისთვის ფუნდამენტურია. ისაუბრა, ეროვნული ვალუტის ლარის მიმართ მზარდ ნდობაზე და ლარის გამოშვების სათავეებთან მდგომ ეკონომისტებს მიესალმა.

„საქართველოს ეკონომიკის ბოლო წლების შთამბეჭდავი მიღწევები ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი ეკონომისტები - როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და მიუხედავად გლობალურად დაფიქსირებული არაერთი გამოწვევისა თუ კრიზისისა, ქვეყნის ეკონომიკა მდგრად მაჩვენებლებს ინარჩუნებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლმოსილ ეკონომისტებსა და ფინანსისტებს, რომელთა წვლილიც ლარის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია.

„მინდა განსაკუთრებით მივესალმო და მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს, ვინც წლების წინ აქტიურად იყავით ჩართული ლარის შექმნის პროცესში სხვადასხვა მიმართულებით და ეს პროცესი ბოლომდე წარმატებით მიიყვანეთ. სწორედ თქვენი ფასდაუდებელი წვლილის შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს ეროვნული ვალუტა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის სიმბოლო. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი კონფერენცია სწორედ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში სულ ლარის მიმართ ნდობა სულ უფრო მზარდია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ცნობილმა ეკონომისტებმა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემაზე მოხსენება წარადგინეს, მათ შორის ისაუბრეს ლარიზაციის გაზრდილ როლზე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში, ეკონომიკურ გლობალიზაციასა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე და სხვა.

ეკონომისტის დღე საქართველოში ტრადიციულად1999 წლიდან სექტემბრის ყოველ მეორე პარასკევს ეკონომისტის პროფესიული დღე აღინიშნება, რაც უკავშირდება 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის“ გამოსვლას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757694265

ახალი ამბები

„სკოლის ანგარიშიდან 2 161 806 52 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო“ - დაკავებულია სკოლის ბუღალტერი

 საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს...

დაკავება, პოლიცია

1757692009

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „ვულოცავ საქართველოს ყველა ეკონომისტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს პრაქტიკულ თუ სამეცნიე...

მარიამ ქვრივიშვილი

1757688355

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციის „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონფ...

ვახტანგ ცინცაძე

1757687990

მსოფლიო

ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია

ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია. იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა დაადასტურა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული, ტ...

ტაილერ რობინსონი

1757687646

საზოგადოება

გურამ ნიკოლაშვილი: თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ

„ქართული ოცნების“ საკრებულოს პროპორციული სიის წევრი, ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანელი მწერლის, „ჰარი პოტერის“ ავტორის, ჯოან როულინგის X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს აზიარებს, სადაც როულინგი, მათ შო...

გურამ ნიკოლაშვილი