პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო

ახალციხეში თანამედროვე სტანდარტებისსპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, - ახლად აშენებული მულტიფუნქციური კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
„ახალციხის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი უახლოეს მომავალში მიიღებს ახალციხელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტის განვითარება. ბევრი ასეთი პროექტი უნდა განხორციელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალციხის სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ დამცირე საცურაო აუზებს, ასევე ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს, რაც როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სპორტის სახეობებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის ქალაქ ახალციხის მერიისთვის გადაცემის პროცედურები. პროცესის დასრულების შემდეგ, დაკომპლექტდება პროფესიული გუნდი და მულტიფუნქციური ცენტრი სრულფასოვან ფუნქციონირებას დაიწყებს.
სპორტული კომპლექსი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.ვ
1757694265
ახალი ამბები„სკოლის ანგარიშიდან 2 161 806 52 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო“ - დაკავებულია სკოლის ბუღალტერი
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს...
1757692009
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „ვულოცავ საქართველოს ყველა ეკონომისტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს პრაქტიკულ თუ სამეცნიე...
1757689070
საზოგადოებანათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მ...
1757688355
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციის „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონფ...
1757687990
მსოფლიოჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია
ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია. იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა დაადასტურა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული, ტ...