გურამ ნიკოლაშვილი: თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ

„ქართული ოცნების“ საკრებულოს პროპორციული სიის წევრი, ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანელი მწერლის, „ჰარი პოტერის“ ავტორის, ჯოან როულინგის X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს აზიარებს, სადაც როულინგი, მათ შორის, კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაზე გამოთქმულ შეფასებებს ეხმიანება და აღნიშნავს, „თუ გჯერათ, რომ პოლიტიკური ოპონენტები ძალადობით ან სიკვდილით უნდა დაისაჯონ, თქვენ ტერორისტი ხართ“.
ნიკოლაშვილი როულინგის მოსაზრებას იზიარებს და ერთ პუნქტს ამატებს, სადაც აღნიშნავს, რომ „ხოლო თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ“.
„ხოლო თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ ჯოან როულინგი: - თუ თქვენ გჯერათ, რომ სიტყვის თავისუფლება მხოლოდ თქვენთვისაა და არა თქვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის, თქვენ არალიბერალი ხართ. - თუ ვერანაირი საპირისპირო მტკიცებულება ვერ შეცვლის თქვენს შეხედულებებს, თქვენ ფუნდამენტალისტი ხართ. - თუ გჯერათ, რომ სახელმწიფომ უნდა დასაჯოს საპირისპირო შეხედულებების მქონე პირები, თქვენ ტოტალიტარი ხართ. - თუ გჯერათ, რომ პოლიტიკური ოპონენტები ძალადობით ან სიკვდილით უნდა დაისაჯონ, თქვენ ტერორისტი ხართ“, - წერს ნიკოლაშვილი.
1757694265
ახალი ამბები„სკოლის ანგარიშიდან 2 161 806 52 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო“ - დაკავებულია სკოლის ბუღალტერი
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს...
1757692009
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „ვულოცავ საქართველოს ყველა ეკონომისტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს პრაქტიკულ თუ სამეცნიე...
1757689070
საზოგადოებანათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მ...
1757688355
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციის „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონფ...
1757687990
მსოფლიოჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია
ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია. იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა დაადასტურა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული, ტ...