ლევან მაჭავარიანი: ერთი წლის წინ ვიღაცას რომ ეთქვა, რომ აშშ-თან ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, ეს ყველას ზღაპრად მოეჩვენებოდა, თუმცა ყველა ხედავს, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ წინა ადმინისტრაციის მიერ დაზიანებულ ურთიერთობებს
დაახლოებით ერთი წლის წინ ვიღაცას რომ ეთქვა, რომ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, ეს ყველას ზღაპრად მოეჩვენებოდა, თუმცა ყველა ხედავს, თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ წინა ადმინისტრაციის მიერ დაზიანებულ ურთიერთობებს, რადგან შეიცვალა ადმინისტრაცია, შეიცვალა მიდგომები და ჩვენ ვხედავთ, რომ [აშშ] დაინტერესებულია ჩვენთან ურთიერთობების გადატვირთვით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი და წინა ადმინისტრაციის პოზიცია, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის პოზიცია, ის უსამართლობა იყო კონკრეტული ადმინისტრაციის პოზიცია.
„ევროკავშირის შემთხვევაშიც ეს უსამართლო დამოკიდებულება ევროპელი ხალხის პოზიცია არ არის, ეს არის კონკრეტულად მმართველი კლასის პოზიცია, რომელიც აუცილებლად შეიცვლება, თუ მმართველი კლასი გამოიცვლება.
ერთი ოფცია არის, რომ ეს მმართველი კლასი უნდა შეეგუოს, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერ ანაცვლებენ ვერც რევოლუციით და ვერც არჩევნებით, ვინაიდან ერთიც და მეორეც რამდენჯერმე სცადეს ჩვენს ქვეყანაში. უნდა დასხდნენ და ჩვენ გვესაუბრონ, რადგან ძალიან ვჭირდებით.
„შუა დერეფნის“ როლი დღეს არის გაასმაგებული. მინიმუმ სათავისოდ, პრაგმატულად მაინც უნდა გადადგან ის ნაბიჯი, რომ ჩვენ რუკაზე შეგვიმჩნიონ და აღიარონ, რომ საქართველო თურმე ხერხემალი ყოფილა „შუა დერეფნის“. ეს არის მეორე ოფცია.
არის მესამე ოფციაც, თუ არც პირველი მოხდება და არც მეორე - როგორც ამერიკელმა ხალხმა გამოიღვიძა და უარი თქვა იმ რაღაც უვარგის პროპაგანდაზე, ევროპელმა ხალხმაც უარი უნდა თქვას ანალოგიურზე და ჩანაცვლდეს ეს მმართველი კლასი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1777836476
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და პარლამენტის თავმჯდომარე...
1777836368
ახალი ამბებიპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება წმინდა ეკლესიის და ერის წინაშე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთივმიმადლებული პიროვნული თვისებების წყალობით, უდიდესი ძალისხმევით, სულიერებითა და სიბრძნით შეძლო საქართველოს ეკლესიის აღორძინებ...
1777834438
ახალი ამბებიGWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას კომპანიის სახელით შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს: „გაფრთხილება! გვსურს გაცნობოთ, რომ გაურკვეველი პირები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“...
1777833517
მსოფლიოტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო გეგმა უარყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება განიხილა, მაგრამ უარყო ის, იტყობინება Clash Report-ი ისრაელის მედიაზე დაყრდნობით. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ს...
1777831508
ახალი ამბებიზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრ...































