მაჭავარიანი: ბრიუსელისთვის საქართველოს მიერ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა მიუღებელი გახდა იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ვინაიდან ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ქვეყნად

ბრიუსელისთვის საქართველოს მიერ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა მიუღებელი გახდა ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ვინაიდან ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ქვეყნად, ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა. ზუსტად აქედან იწყება თავდასხმები საქართველოზე, მანამდე ყველაფერი მეგობრულ ფარგლებში ვითარდებოდა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ბრიუსელის პოლიტიკას აკრიტიკებს, „პრორუსის“ იარლიყს აწებებენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის დღის წესრიგში არის ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, უკონტროლო არალეგალური მიგრაცია და მსგავსი საკითხები, რომლებიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მტკივნეული და დამაზიანებელი.

ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს აკრიტიკებს, მათი სამიზნე ხდება და მაშინვე ხდება „პრორუსის“ იარლიყის მიწებება, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777836476

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და პარლამენტის თავმჯდომარე...

ირაკლი კობახიძე

1777836368

ახალი ამბები

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება წმინდა ეკლესიის და ერის წინაშე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთივმიმადლებული პიროვნული თვისებების წყალობით, უდიდესი ძალისხმევით, სულიერებითა და სიბრძნით შეძლო საქართველოს ეკლესიის აღორძინებ...

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე:

1777834438

ახალი ამბები

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას კომპანიის სახელით შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს:  „გაფრთხილება! გვსურს გაცნობოთ, რომ გაურკვეველი პირები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1777833517

მსოფლიო

ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო გეგმა უარყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება განიხილა, მაგრამ უარყო ის, იტყობინება Clash Report-ი ისრაელის მედიაზე დაყრდნობით. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ს...

ტრამპი ტრამპი

1777831508

ახალი ამბები

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრ...

მოძრაობა