ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: მათ სურთ აგენტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც „პროქსი“ პოლიტიკის გამტარებელი იქნება საქართველოში, „ქართული ოცნება“ მათ ამაში არ ადგებათ
მათ სურთ აგენტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც „პროქსი“ პოლიტიკის გამტარებელი იქნება საქართველოში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას გადაცემაში „EURO ანატომია“.
მან ისაუბრა, სჭირდება თუ არა ევრობიუროკრატიას საქართველოში მორჩილი ხელისუფლება. მაჭავარიანმა 2024 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე ბრიუსელისგან რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ უპრეცედენტო ჩარევის ფაქტი დაფიქსირდა. მაჭავარიანის განმარტებით, არჩევნების შემდეგაც ევრობიუროკრატები საპროტესტო აქციებზე საპარლამენტო დელეგაციებსაც აგზავნიდნენ.
„ეს არის პირდაპირი ჩარევა. ერთადერთი მიზეზია, მათ სურთ აგენტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც „პროქსი“ პოლიტიკის გამტარებელი იქნება საქართველოში - ეს იქნება ომთან მიმართებით, „შუა დერეფანთან“, თუ სხვა საკითხებთან მიმართებით. რა თქმა უნდა, მათ არ სურთ ეროვნული ხელისუფლება და მათ სურთ, იყოს ისეთი ტიპის ხელისუფლება, რომელიც, პირველ რიგში, გაითვალისწინებს ბრიუსელის ინტერესებს, აბსოლუტურად დათმობს სუვერენიტეტს, როგორც ეს იყო „ქართული ონების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ იხელმძღვანელებს. „ქართული ოცნება“ მათ ამაში არ ადგებათ, ბევრჯერ დარწმუნდნენ. ჩვენ ვერ გადაგვადგმევინეს ჩვენი ქვეყნისთვის საწინააღმდეგო ნაბიჯები და აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, რომ ეს რადიკალები მოიყვანონ ხელისუფლებაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1777836476
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და პარლამენტის თავმჯდომარე...
1777836368
ახალი ამბებიპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება წმინდა ეკლესიის და ერის წინაშე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთივმიმადლებული პიროვნული თვისებების წყალობით, უდიდესი ძალისხმევით, სულიერებითა და სიბრძნით შეძლო საქართველოს ეკლესიის აღორძინებ...
1777834438
ახალი ამბებიGWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას კომპანიის სახელით შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს: „გაფრთხილება! გვსურს გაცნობოთ, რომ გაურკვეველი პირები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“...
1777833517
მსოფლიოტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო გეგმა უარყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება განიხილა, მაგრამ უარყო ის, იტყობინება Clash Report-ი ისრაელის მედიაზე დაყრდნობით. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ს...
1777831508
ახალი ამბებიზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრ...































