ლევან მაჭავარიანი: ის ევრო ბიუროკრატები, რომლებიც დუმდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში და ერთი სიტყვა არ დაუძრავთ მისამძიმრებასთან დაკავშირებით, გაიშიფრნენ და ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ფარისევლები არიან

„რადიკალების გარკვეულმა ნაწილმა თითქოს ჭკუას მოუხმო და ფარისევლური კომენტარები აკეთეს და პოსტები წერეს, თითქოს მათ ჰგონიათ, რომ არქივი არ არსებობს და ის საშინელი და საზიზღარი განცხადებები, რაც მათ გაკეთებული აქვთ პატრიარქის მისამართით, ამოიშალა მეხსიერებიდან“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ის ევრო ბიუროკრატები, რომლებიც დუმდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში და ერთი სიტყვა არ დაუძრავთ მისამძიმრებასთან დაკავშირებით, გაიშიფრნენ და ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ფარისევლები არიან.

„ის ევრო ბიუროკრატები, რომლებიც დუმდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში, თითქოს ძალიან რომ აღელვებთ საქართველოს ბედი და ნებისმიერ ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე რომ ჩამომწკრივდებიან რიგში და სათითაოდ აკეთებენ კომენტარებს, ერთი სიტყვა არ დაუძრავთ მისამძიმრებასთან დაკავშირებით, ისინიც გაიშიფრნენ და ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ფარისევლები არიან. მათ არ აინტერესებთ საქართველოს ბედი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა ისაუბრა ჯო უილსონის განცხადებებზეც.

„მინი აგენტი ჯო უილსონი ასეთი ტიპის განცხადებებს რომ აკეთებს საქართველოსთვის ასეთ დროს, როდესაც სრულიად ერი არის გაერთიანებული და მთელი ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ ჩვენ ღირსეულად გავაცილოთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, ჯო უილსონი აკეთებდა ასეთი ტიპის განცხადებებს. ეს კიდევ ერთხელ იმაზე მიუთითებს, რომ აბსოლუტურად აცდენილები არიან და პულსზე ხელი არ უდევთ რა ხდება საქართველოში. მათი წვრილი აგენტები არიან ეს მდიდარი „ენჯეოს“ წარმომადგენლები და რადიკალური ოპოზიცია“, - განმარტა ლევან მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შეაფასა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა.

„ეს პლატფორმა პრემიერმა გამოიყენა იმისთვის, რომ იქაც ჩვენს უწმინდესზე და უნეტარესზე ესაუბრა და მთელს მსოფლიოს მოესმინა თუ როგორი ღირსეული პატრიარქი გვყავდა ჩვენ“, - დასძინა მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანმა ასევე ისაუბრა მიხაილ როთზე და მის განცხადებებზე.

„ჩვენ კარგად გვახსოვს ამ რადიკალური ოპოზიციისთვის თუ როგორი კერპი იყო მიხაილ როთი და როგორი შეურაცხყოფა მიაყენა მან საპატრიარქოს, ჩვენს სარწმუნოებას და აბსოლუტურად არავის არ ამოუღია ხმა. არ გაემიჯნენ. ასევე, კარგად გვახსოვს „TV პირველი“, „ფორმულა“ ვის ეპატიჟებოდა ეთერში, საშინელ ადამიანებს, რომლებიც პატრიარქს პირდაპირ ლანძღავდნენ, მათ ეთერებს უთმობდნენ. ასევე კარგად გვახსოვს „ენჯეო“ „სირცხვილია“-ს საშინელი კამპანია - „საპატრიარქო ყარს“, რომელიც პირდაპირ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა და რომელსაც აშუქებდა „TV პირველი“, „ფორმულა“.

რადიკალური ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს თუ აქვს პრეტენზია, რომ ისინი ასე არ ფიქრობენ, მაშინ რატომ არ გაემიჯნენ ბატონ როთს, ოპოზიციურ მედია საშუალებებს, ან მედიაში რომ იმყოფებოდნენ, იქვე რატომ არ გააკეთეს განცხადება, რომ მიუღებელი იყო მათთვის. ისინი ყველანი იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალით, და სულ რომ სხვანაირად ფიქრობდნენ, მათ ამ ფიქრის უფლებაც არ გააჩნიათ“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774805143

ახალი ამბები

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი: პატრიარქის ავტოპორტრეტია წმინდა სამების ტაძარი, ეს ტაძარი ერთიანი საქართველოს ხატის სიმბოლოა

„პატრიარქის ავტოპორტრეტია წმინდა სამების ტაძარი რამდენიმე ნიშნით. ერთი, რომ ყველამ მოინდომა, საძირკველში ქვები ჩაალაგა და ყველამ თავისი სათხოვარი დადო ღვთის წინაშე. მეორე ის, რომ ამ ტაძრის თაღების ქვე...

მიტროპოლიტი დავითი

1774804324

ახალი ამბები

მეუფე დავითი: არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა მხოლოდ პატივია, ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა

„ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება. ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის... უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა საკვირაო ქადაგებისას აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტ...

მეუფე დავითი

1774802288

მსოფლიო

ხანძარი ისრაელის ინდუსტრიულ ზონაში - ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ქარხანა დაიბომბა

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ბერშევას მახლობლად, ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გაჩნდა. აქტიური ინგრედიენტებისა და მოსავლის დაცვის მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ დაიბომბა მ...

ქარხანა დაიბომბა

1774801022

ახალი ამბები

რობერტ ფიცო უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს

სლოვაკეთის პრემიერი უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ბრატისლავა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარს არ დაუჭ...

რობერტ ფიცო

1774798199

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვის დამარცხებით ისტორიული მე-100 მატჩი მოიგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვა. ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო.  ისრაელთან მატ...

საქართველოს ნაკრებ