თინათინ რუხაძე: ეს იყო დუმილის, სიჩუმის, დიდი ტრაგედიის დღეები, რომელიც ყველამ ერთად გაიარა ღირსეულად. ჩვენ ყველა მოვიქეცით ისე, როგორც მისი უწმინდესობა მთელი ცხოვრება ჩვენ გვექცეოდა
მისი უწმინდესობა ამ ეპოქის ყველაზე დიდი პერსონაა, თუ არავინ მიწყენს, ბოლო ასწლეულში დიდი მოვლენაა, ეპოქალური, რომელიც სწორად იყო მიმართული ჩვენი კულტურის, იდენტობის, ისტორიული, პოლიტიკური და ყველა რაკურსით. ის ფიქრობდა ყოველთვის საქართველოზე, საქართველოს გამორჩეულობაზე, ჩვენს ისტორიასა და იდენტობაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
მისივე თქმით, ეს იყო დუმილის, სიჩუმის, დიდი ტრაგედიის დღეები, რომელიც ყველამ ერთად გაიარა ღირსეულად.
„ალბათ ჩვენ ყველა მოვიქეცით ისე, როგორც მისი უწმინდესობა მთელი ცხოვრება ჩვენ გვექცეოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სანიმუშოდ მართა პროცესი. ამდენ ადამიანს სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება. არა ის, რომ უკარნახო როგორ მოიქცნენ, არამედ ისინი რომ ასე კარგად იქცევიან, შენ სწორად მართო ეს პროცესი“, - აღნიშნა თინათინ რუხაძემ.
კულტურის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო კომისიაზე, რომელიც სპეციალურად პატრიარქის დაკრძალვისთვის შეიქმნა.
„იმ დღეებში როდესაც გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს იყო ერთი დღე, პირველი დარტყმა ჯანდაცვამ აიღო და პირველი შოკი, როდესაც გავიგეთ, რომ პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს, იყო მაშინ. როდესაც ეს ამბავი მოხდა ღამისთევით გადავედით საპატრიარქოში და იქაც ყველა ერთად ვიყავით და ერთად ვწყვეტდით ამ საკითხებს. იქ, სადაც იერარქიული მოწყობა არსებობს, არსებობს პროტოკოლები, სამწუხაროა, რომ ჩვენთან ეს პროტოკოლი არ იყო. თვითონ არ გაწერდა თავისი გარდაცვალების პროტოკოლს და ჩვენ მოგვიწია ამის გაკეთება. რა საკვირველია ეკლესიაში შეიქმნა დამკრძალავი კომისია მთავრობასთან ერთობლივად, მთავრობა სრულად იყო ჩართული და ყველას ჩვენ-ჩვენი ფუნქცია და მოვალეობა გვქონდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დელეგატი მიიღო და მინდა მადლობა ვუთხრა, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს და ყველა უწყებას. სახელმწიფო იდგა ღირსეულად იქ, სადაც უნდა მდგარიყო და მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს“, - განმარტა რუხაძემ
თინათი რუხაძისთვის, ქართველის ხალხის მხრიდან გამოხატული ეს ემოცია საკმაოდ მოულოდნელი იყო.
„ყველას ჩვენი უწმინდესი გყავდა, მე არ ველოდი, რომ ასეთი რეაქცია გვექნებოდა ჩვენ ყველას. ემოცია დიდი იყო, ალბათ ქვეცნობიერი გრძნობს რამხელა რაღაც დამთავრდა. ჩვენ ყველას კიდევ ბევრი გვაქვს გასაგები და მისი უწმინდესობის გზა ჩემთვის საქართველოს გადაშლილი წიგნივით იყო“, - დასძინა მინისტრმა.
1774805143
ახალი ამბებიაბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი: პატრიარქის ავტოპორტრეტია წმინდა სამების ტაძარი, ეს ტაძარი ერთიანი საქართველოს ხატის სიმბოლოა
„პატრიარქის ავტოპორტრეტია წმინდა სამების ტაძარი რამდენიმე ნიშნით. ერთი, რომ ყველამ მოინდომა, საძირკველში ქვები ჩაალაგა და ყველამ თავისი სათხოვარი დადო ღვთის წინაშე. მეორე ის, რომ ამ ტაძრის თაღების ქვე...
1774804324
ახალი ამბებიმეუფე დავითი: არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა მხოლოდ პატივია, ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა
„ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება. ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის... უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა საკვირაო ქადაგებისას აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტ...
1774802288
მსოფლიოხანძარი ისრაელის ინდუსტრიულ ზონაში - ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ქარხანა დაიბომბა
ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ბერშევას მახლობლად, ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გაჩნდა. აქტიური ინგრედიენტებისა და მოსავლის დაცვის მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ დაიბომბა მ...
1774801022
ახალი ამბებირობერტ ფიცო უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს
სლოვაკეთის პრემიერი უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ბრატისლავა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარს არ დაუჭ...
1774798199
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრებმა ლიეტუვის დამარცხებით ისტორიული მე-100 მატჩი მოიგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვა. ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო. ისრაელთან მატ...































